რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 27 მარტს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7712 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9865 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7680 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7600 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 2.9990 ლარად, გაყიდვა კი 2.9750 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7650 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7630 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 2.9900 ლარად, ხოლო გაყიდვა - 2.9830 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7680 ლარად, გაყიდვა კი - 2.7600 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 2.9900 ლარად, გაყიდვას კი - 2.9780 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7700 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7400 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 2.9900 ლარად, გაყიდვა კი 2.9500 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

მაგდა შენგელია