როდის წყდება საპენსიო ფონდში შენატანების განხორციელება

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა და მასში დასაქმებულთა მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო თვითდასაქმებულებს სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობით შეუძლიათ.

თუმცა, არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოში შენატანების განხორციელება წყდება.

კერძოდ, დასაქმებულის შემთხვევაში, როდესაც საანგარიშო წლის განმავლობაში, დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი მიაღწევს 60 000 ლარს, მას საპენსიო შენატანის გადახდის უფლება და ვალდებულება ამ საანგარიშო წლის განმავლობაში უწყდება, ისევე როგორც მის დამსაქმებელს და სახელმწიფოს.

ინფორმაციისთვის, საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, პენსიით 14 694-მა პირმა ისარგებლა, ხოლო პენსიის სახით 57.3 მლნ ლარი გაიცა.

ამავე ცნობით, ამ დროისთვის საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.574 მლნ ადამიანია.

რაც შეეხება საპენსიო აქტივების ღირებულებას, ის 5.9 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.38 მლრდ ლარს გადააჭარბა.

იხილეთ აგრეთვე:

დაგროვებითი პენსიის ნაწილობრივ გატანასაც შეძლებთ დანიშვნის შემდეგ - როგორ მოახერხებთ დანაზოგის გამოყენებას

ნათია ზარიძე