საავტომობილო გზები, სადაც გადაადგილების შეზღუდვა დაწესდა/მოიხსნა

მთელი საქართველოს მასშტაბით, ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის დაწესებული სპეციალური რეჟიმის ნაწილი მოიხსნა.

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზა

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზა

საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში

მერი ტაბატაძე