Tasteatlas-მა 2024-2025 წლების საუკეთესო კერძების ასეული გამოაქვეყნა. მსოფლიოში საუკეთესო კერძად მომხმარებელთა შეფასების მიხედვით კოლუმბიური ლეჩანო დასახელდა.
მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მოხვდა მხოლოდ აჭარული ხაჭაპური. რეიტინგში ის 4.5 ქულით (5-დან) 46-ე ადგილს იკავებს.
2024-25 წლების საუკეთესო კერძების ათეული ასე გამოყურება:
- კოლუმბია - Lechona
- იტალია - Pizza Napoletana
- ბრაზილია - Picanha
- ალჟირი - Rechta
- ტაილანდი - Phanaeng Curry
- არგენტინა - Asado
- თურქეთი - Çökertme kebabı
- ინდონეზია - Rawon
- თურქეთი - Cağ kebabı
- ეთიოპია - Tibs
ცნობისთვის, რეიტინგი ემყარება მომხმარებელთა შეფასებას. 367 847 პირის მიერ მსოფლიოს 11 258 კერძის შეფასების მიხედვით კი გამოვლინდა საუკეთესო 100 კერძი.