ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, „თიბისი ბანკის“, „საქართველოს ბანკისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასი დაეცა.
„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ღირებულება 2.13%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 46.00 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.08 მილიარდი სტერლინგია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულების კლებამ 2.86% შეადგინა. ბანკის ერთი აქცია 30.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 1.77 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა.
„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 0.17%-ით დაეცა, შედეგად, ერთი აქციის ფასი 11.72 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 464 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.