სავალდებულო ნებართვა მგზავრთა გადაყვანაზე, შეზღუდვა მიკროავტობუსებით მგზავრთგადაყვანაზე, საგზაო ინსპექტირება - ეს იმ ცვლილებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მიმდინარე წლიდან მგზავრთგადაყვანასთან დაკავშირებით ამოქმედდება.
საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა. ამ რეგლამენტებს შორის არის ავტოსადგურების მოწესრიგების ვალდებულებაც, რომელიც პროცესიც ზოგიერთ სადგურში უკვე დაწყებულია და ეს პროცესი 2025 წელს უნდა დასრულდეს. კერძოდ, ავტოსადგურები აღჭურვილი უნდა იყოს მძღოლის მოსასვენებელი სივრცით, სამედიცინო პუნქტით, საპირფარეშოებით, მგზავრების მოსაცდელი სივრცით, ბაქნებითა და ა.შ. მოთხოვნები ყველა სადგურისთვის მისი ზომისა და ტიპის მიხედვით ინდივიდუალურად არის ფორმულირებული.
სამგზავრო გადაყვანის ნებართვა სავალდებულო ხდება
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა სავალდებულო იქნება. ნებართვის აღება 2025 წლის 1-ელ მარტამდე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ პერიოდიდან, ნებართვის გარეშე მგზავრების გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, 2025 წლის 1-ლი მარტიდან ძალაში შედის შემდეგი ცვლილებები:
საქალაქთაშორისო გადაყვანას შორ მანძილზე მიკროავტობუსები ვეღარ განახორციელებენ:
ავტოსადგურების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება:
ამასთან, მიმდინარე წლიდან გზისპირა ზონებში, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გადამზიდავების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. კერძოდ, M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი.
შემოწმების შედეგად გამოვლენილი ისეთი დარღვევების შემთხვევაში კი, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების დარღვევა, მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დარღვევა, საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოუყენებლობა, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტის გამოყენების წესების არ დაცვა, ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დარღვევა, ასევე (მოწმდება ასევე სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები) ფულადი სანქციებია განსაზღვრული.
ზემოთაღნიშნული ცვლილება 2025 წლის 4 იანვრიდან ამოქმედდება. ხაზგასასმელია, ისიც რომ ეს ცვლილება არ გავრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე.
რაც შეეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც შეეხება ეს ცვლილებები, მათ შორის სიჩქარის შემზღუდველ მოწყობილობებზე შემოწმება, ზემოთჩამოთვლილი კატეგორიები შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს გულისხმობს: