საქართველოში იმპორტირებული საახალწლო და საშობაო საქონლის 84% ჩინურია - როგორია სტატისტიკა

საახალწლო და საშობაო საქონლის იმპორტი მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ნოემბერში საქართველოში 11.505 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც წინა წლებთან შედარებით (საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან ქვეყნდება) ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შედარებისთვის, 2023 წლის 11 თვეში ქვეყანამ 9.066 მლნ აშშ დოლარის საახალწლო და საშობაო საქონელი შეიძინა, 2022 წლის იგივე პერიოდში - 7.306 მლნ აშშ დოლარის, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში - 3.930 მლნ აშშ დოლარის, 2020 წლის 11 თვეში - 3.856 მლნ აშშ დოლარის, 2019 წლის იგივე პერიოდში - 4.622 მლნ აშშ დოლარის და ა.შ.

ამასთან, მონაცემების მიხედვით, წელს იმპორტირებული საახალწლო და საშობაო საქონლის 84% ჩინური იყო.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, საიდანაც წელს აღნიშნული საქონელი შემოვიდა:

  • ჩინეთი - 9.283 მლნ აშშ დოლარი
  • ნიდერლანდები - 969.1 ათასი აშშ დოლარი
  • ჰონ-კონგი - 272.6 ათასი აშშ დოლარი
  • უკრაინა - 231.2 ათასი აშშ დოლარ
  • საფრანგეთი - 103.04 ათასი აშშ დოლარი
  • პოლონეთი - 99.3 ათასი აშშ დოლარი
  • ტაილანდი - 75.36 ათასი აშშ დოლარი
  • ბელგია - 66.81 ათასი აშშ დოლარი
  • აშშ - 63.9 ათასი აშშ დოლარი

გერმანია - 61.1 ათასი აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური