ჩინეთიდან იმპორტი საქართველოდან ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს თითქმის 6-ჯერ აღემატება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ბოლო, იანვარ-ნოემბრის მონაცემებით საქართველომ ჩინეთში 1.767 მლრდ დოლარის პროდუქტი იყიდა, 253.795 მლნ დოლარის კი გაყიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის 11 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 16%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 1.521 მლრდ დოლარს, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 1.767 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა როგორც ადგილობრივი საქონლის ექსპორტი, ასევე იმპორტიც. 2023 წლის 11 თვეში იმპორტმა 1.238 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტმა კი 246.120 მლნ დოლარი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, 5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში.