სად ღირს პური ყველაზე ძვირი და იაფი - საქართველო რეგიონში მესამე ადგილზეა

საქართველო პურის როგორც სიძვირით, ისე სიიაფით, სამეზობლოში მესამე ადგილს იკავებს. Numbeo-ს მიხედვით, პროდუქტის საშუალო ფასი უფრო მაღალი თურქეთსა და სომხეთშია, ხოლო უფრო დაბალი რუსეთსა და აზერბაიჯანში.

უფრო კონკრეტულად, დღევანდელი მონაცემებით, 500 გრამიანი თეთრი პურის საშუალო ფასი საქართველოში 59 ცენტია, რითაც ქვეყანა პროდუქტის სიძვირით, 96 ქვეყანას შორის, 81-ე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, პურის ღირებულება ასე გამოიყურება:

თურქეთი - 96 ცენტი (სიძვირით 64-ე ადგილი)

სომხეთი - 77 ცენტი (73-ე ადგილი)

რუსეთი - 84 ცენტი (89-ე ადგილი)

აზერბაიჯანი - 44 ცენტი ( 93-ე ადგილი)

Numbeo-ს მიხედვით, 96 ქვეყანას შორის პროდუქტი ყველაზე ძვირი აშშ-შია, იქ პური 3.61 აშშ დოლარი ღირს, მეორე ადგილზეა შვეიცარია - 3.56 აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე კოსტა რიკა - 3.10 აშშ დოლარით.

ამავე მონაცემებით, პური ყველაზე იაფია ალჟირში - 14 ცენტი, ტუნისში - 16 ცენტი და ლიბიაში 31 ცენტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პურ-პროდუქტების მწარმოებლები ფქვილზე იმპორტის გადასახადის შემცირება ითხოვენ. როგორც „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ფქვილის ფასი განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ გაიზარდა და იმისთვის, რომ ეს პურის ღირებულებაზე არ აისახოს, აუცილებელია, რუსული ფქვილის საიმპორტო გადასახადი დაკორექტირდეს.

იხილეთ ასევე:

„რის მოსკოვი, რა ჯობია რომს და პარიზს, მაგრამ იქ პური 4-5 ევრო ღირს - მოდით, ევროპა ჯერ პურიდან დავიწყოთ“ - მალხაზ დოლიძე

ნინი ქეთელაური