თბილისში 2024 წლის ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თეთრი კარკასის ფასი ყველა უბანში გაიზარდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში, ოფიციალურ რეგისტრაციებზე დაყრდნობით, თბილისში სულ 3 513 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წლიურად 6.5%-იანი ზრდაა. ამავე მონაცემების თანახმად, 2024 წლის ნოემბერში თბილისში სულ 282.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 18.2%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება თეთრ კარკასს, როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, დედაქალაქში უბნების მიხედვით, თეთრი კარკასის ფასი წლიურ ჭრილში 6%-13%-ის ფარგლებშია გაზრდილი.
ცნობისთვის, როგორც კვლევაშია აღნიშნული, პროექტების მცირე რაოდენობის გამო, უბნების ჩამონათვალში მთაწმინდა და ჩუღურეთი არ არის გათვალისწინებული.