ბოლო რამდენიმე დღეა ბაკურიანში ჩამსვლელი დამსვენებლები დაბაში მუდმივ საცობებზე, ყინულით დაფარულ საფეხმავლო ბილიკებზე, შეზღუდულ საპარკინგე სივრცეებსა და ნარჩენების მართვის პრობლემაზე საუბრობენ.
AMBEBI.GE- სთან საუბრისას სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე აღნიშნავს, რომ წლევანდელი გრძელი საცობების მთავარი მიზეზი დამსვენებლების განსაკუთრებით დიდმა ნაკადმა განაპირობა.
„ბაკურიანში გამოწვევები ზოგადად ბევრია, ეს არის ათწლეულობით დაგროვილი პრობლემები. ჩვენდა სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე ბაკურიანის გარშემო ბევრი პრობლემა დავაგროვეთ, რაც ძალიან ცუდია. წელს რაც ხდება, დამსვენებელთა და ავტომობილების რა ნაკადიც გვაქვს, ასეთი არ ახსოვს ბაკურიანის ისტორიას.
მოგეხსენებათ, რომ ბაკურიანი პატარა კურორტია, ქალაქი არ არის და ისეთი საცობია, ენით აუწერელი, კატასტროფა ხდება. ისიც მესმის, ადამიანებს ჩამოსვლას ვერ აუკრძალავ, არდადეგებია და აქ მოდის უმრავლესობა.
დამსვენებლების უკმაყოფილება გამოიწვია საცობებმა, ზოგჯერ ოჯახიდან 5 მანქანით მოდიან დასასვენებლად და ამაზე თავად უნდა იფიქრონ. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ საფეხმავლო აღარ არსებობს, 100-200 მეტრშიც კი ყველა მანქანით გადაადგილდება, მანქანებს საფეხმავლოებზე აყენებენ. ყველაზე დიდი პრობლემაა საპარკინგე სივრცეების არქონა, ეს აუცილებლად მოსაწესრიგებელია. გაზი, წყალი და კომუნიკაციები წესრიგშია და ნორმაში, დებეტი იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროებაა.
გზები, რა თქმა უნდა, არ არის კარგ მდგომარეობაში, არის ორმოები, მოყინულ ტროტუარებზე მაქსიმალურად იყრება მარილი, მაგრამ ხშირად მაინც ვერ ვყრით, მანქანები გვიშლიან ხელს. ნარჩენები გაგვაქვს მარტო ღამის საათებში იმიტომ, რომ დღე ნაგავმზიდები ვერ გამოგვყავს, კიდევ საცობი გვინდა?
ღამითაც რომ გამოგვყავს, ურნის გარშემო იმდენი მანქანა აყენია, პატრული მეხმარება, პატრონები ჩამოვიყვანოთ ბინებიდან, მანქანები რომ გაიყვანონ, მივიდე და ნაგავი გამოვიტანოთ, ამ კუთხითაც სრული კატასტროფაა. ხომ შეიძლება, მოქალაქეებმაც ხელი შეგვიწყონ? მარტო ლანძღვა-გინება და კრიტიკა მარტივია, თავიანთი მოვალეობებიც უნდა შეასრულონ - ნაგავი ურნაში ჩაყარონ და არა ფანჯრებიდან ისროლონ (აქ ვისაც სად უნდა, იქ ისვრის ნაგავს)," - აღნიშნავს ორჯონიკიძე. განაგრძეთ კითხვა