საპენსიო სააგენტომ 2024 წლის დეკემბრის საინვესტიციო პორტფელის ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, სისტემის მონაწილეთა რაოდენობაა - 1 403 358, ხოლო ფონდის მთლიანი ზომა 6 063 600 000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, საპენსიო სისტემის თითოეული მონაწილის მიერ დაზოგილი თანხის მოცულობა საშუალოდ 4 320 ლარს შეადგენს. (შენიშვნა: ცალკეული მონაწილის საპენსიო დანაზოგი მისი ანაზღაურებიდან გამომდინარე შესაძლოა, უფრო მეტი ან ნაკლები იყოს).
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების თითქმის 99% ანუ 5.9 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში იყო განთავსებული.
უფრო კონკრეტულად, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები საინვესტიციო პროტფელების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება: