საქართველოს ცოცხალი ყვავილების იმპორტი 100%-ით გაუძვირდა - სად ვყიდულობთ

საქართველოში ცოცხალი ყვავილების იმპორტი 121%-ით გაიზარდა, ფასი კი თითქმის გაორმაგდა. უფრო კონკრეტულად, თუ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 4. 634 მლნ დოლარის ღირებულების 1 550 ტონა ცოცხალი ყვავილი იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობამ 10.258 მლნ დოლარი (1 732 ტონა) შეადგინა.

შესაბამისად, გამოდის, რომ თუ 2023 წელს ერთ კილოგრამ ცოცხალს ყვავილს და კოკორს ქვეყანა საშუალოდ 3 დოლარად ყიდულობდა, 2024 წელს ფასი 6 დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ყვავილების თითქმის მესამედი სომხეთიდან, ცოტა მეტი კი ეკვადორიდან შემოდის.

Top-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ცოცხალ ყვავილებს ყიდულობს (2024 წლის იანვარ-ნოემბრის სტატისტიკა):

  • ეკვადორი - 3.564 მლნ დოლარი (446 ტონა)
  • სომხეთი - 3.048 მლნ დოლარი (627.7 ტონა)
  • ნიდერლანდები - 1.444 მლნ დოლარი (103.7 ტონა)
  • კენია - 931.4 ათასი დოლარი (112.5 ტონა)
  • თურქეთი - 822 ათასი დოლარი (392 ტონა)