Numbeo-ს 96 ქვეყნის განახლებული რეიტინგის მიხედვით, 1 კგ. კარტოფილის ფასი მარკეტებში ყველაზე ძვირი სამხრეთ კორეაში, ყველაზე იაფი კი პაკისტანშია. კერძოდ, სამხრეთ კორეაში კარტოფილის საშუალო ფასი 3.49 დოლარს, პაკისტანში კი 38 ცენტს შეადგენს.
რეიტინგში საქართველო 83-ე ადგილს იკავებს, კვლევის მიხედვით 1 კგ კარტოფილი მარკეტებში საშუალოდ 62 ცენტი ღირს. საქართველოზე ძვირია კარტოფილი სომხეთსა და აზერბაიჯანში. უფრო კონკრეტულად, 77 ადგილზე მყოფ სომხეთში კარტოფილის საშუალო ფასი მარკეტებში 74 ცენტს შეადგენს, ხოლო მე-80 ადგილზე მყოფ აზერბაიჯანში - 65 ცენტს. ამასთანავე, მეზობელ ქვეყნებს შორის კარტოფილი ყველაზე იაფი თურქეთსა (85-ე ადგილი, 54 ცენტი) და რუსეთშია (91-ე ადგილი, 48 ცენტი).