ქალის 15 ყველაზე გავრცელებული სახელი და გვარი საქართველოში

საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელებისა და გვარების რეიტინგი, წლიდან-წლამდე იცვლება, თუმცა მათი ნაწილი ამ დრომდე მყარად ინარჩუნებს პირველ პოზიციებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ჩამონათვალს თუ რომელია ქალის ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები ქვეყანაში.

სააგენტოს ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ქალის ყველაზე ცნობილი გვარების სიაში ლიდერობს - ბერიძე, სახელებში კი - ნინო.

საქართველოში ქალის ყველაზე გავრცელებული გვარების ტოპ-თხუთმეტეული ასე გამოიყურება:

  • ბერიძე - 15 103;
  • მამედოვა - 13 584;
  • კაპანაძე - 9 721;
  • გელაშვილი - 9 527;
  • ალიევა - 9 387;
  • მაისურაძე - 8 474;
  • გიორგაძე - 7 402;
  • ლომიძე - 6 911;
  • წიკლაური - 6 856;
  • ბოლქვაძე - 6 661;
  • კვარაცხელია - 5 880;
  • ნოზაძე - 5 816;
  • ხუციშვილი - 5 801;
  • აბულაძე - 5 729;
  • მიქელაძე - 5 717.

საქართველოში ქალის ყველაზე გავრცელებული ტოპ-15 სახელის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ნინო - 115 676;
  • მარიამ - 71 662;
  • ანა - 49 728;
  • მარიამი - 48 259;
  • თამარ - 48 167;
  • მაია - 46 953;
  • ნანა - 42 205;
  • ელენე - 39 396;
  • ნათია - 38 386;
  • მანანა - 32 788;
  • ქეთევან - 32 302;
  • თამარი - 28 711;
  • სალომე - 26 712;
  • მარინე - 26 625;
  • ხათუნა - 25 439.