„თვითგადარჩენაზე ვართ გადასული - აპრილის შუა რიცხვებამდე დადებითს არაფერს ველოდებით“

მიმდინარე სეზონზე თოვლი არ გვაქვს და არც დამსვენებლები გვყავს, თვითგადარჩენაზე ვართ გადასული, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა განაცხადა.

„ზამთრის კურორტებისთვის და ზაფხულის და ნეიტრალური კურორტებისთვის აბსსოლუტურად განსხვავებულად მიდის ეს სეზონი. გუდაურსა და ბაკურიანში ნამდვილად მაღალი სეზონია და ბევრი დამსვენებელია. თუმცა, არსებობს ნეიტრალური კურორტებიც. ყაზბეგი მაგალითად არის საქართველოს ლოგოდ ქცეული თავისი მყინვარწვერით, შესაბამისად სეზონურობით არ გამოირჩევა, თუ დიდთოვლიანობა არ არის. დიდთოვლიანობის პერიოდში კი კურორტს უბრალოდ ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება, რადგან გადაადგილება ხდება შეუძლებელი.

მიმდინარე სეზონზე თოვლი არ გვაქვს და არც დამსვენებლები გვყავს, რაც მიუთითებს იმას რომ აქტივობა, რომელიც მთის კურორტებზე არის სათხილამურო აქტივობებიდან არის გამოწვეული და ეს არ არის ტურისტი, რომელსაც საქართველოს შესწავლა და მონახულება უნდა.

ნოემბრიდან მოყოლებული ყაზბეგში ტურისტის დიდი ნაკლებებობაა, ძალიან მაღალია ჯავშნების გაუქმების მაჩვენებელი, თითქმის 80%-მდე ავიდა. ამასთან, დაბალი დატვირთულობით გაიყიდა ახალი წლის პერიოდიც. ახლო პერიოდში, აპრილის შუა რიცხვებამდე დადებითს არაფერს ველით, ვართ თვითგადარჩენაზე გადასული,“ - აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

თაია არდოტელი