რომელი ქვეყნები იქნებიან მსოფლიოს “მმართველები“ 2039 წლისთვის - WELT-ის პროგნოზი

დღეს მსოფლიოს გლობალურ ეკონომიკაში ისევე როგორც გეოგრაფიულ გადანაწილებაში, საკმაოდ აქტიური ცვლილებები მიმდინარეობს.

მსოფლიო ეკონომიკური ლიგის ცხრილის (WELT) 2025 წლის გამოცემის მიხედვით, იმ დროს, როდესაც ევროპის ქვეყნები სტაგნაციას განიცდიან, რიგი აზიისა და აფრიკის ქვეყნები, რეიტინგში ლიდერობენ.

WELT-ის პროგნოზი 2039 წლისთვის:

1. აშშ, 2039 წელი - მშპ: 53.457 ტრილიონი დოლარი

პროგნოზის მიხედვით, 2039 წელს აშშ-ის კონომიკა მსოფლიოში პირველი იქნება. დადებითი ტენდენციები დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული გადასახადების შემცირებამ უნდა უზრუნველყოს.

ფინანსური რეფორმები მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღმავლობის სტიმულირებას შეძლებს.

2. ჩინეთი, 2039 წელი - მშპ: 44.768 ტრილიონი დოლარი

ჩინეთი შეიძლება მეორე ადგილზე იყოს, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყანას ყველაფერი კარგად არ აქვს. ცოტა ხნის წინ ქვეყნის ეკონომიკა ვარდნაში მოხდა. შესუსტდა უძრავი ქონების ბაზარი, გაიზარდა სახელმწიფოს ვალი, დაუსაქმებელთა რიცხვი.

ჯერ კიდევ 2020 წელს, Cebr-მა იწინასწარმეტყველა, რომ ჩინეთი 2028 წლისთვის აშშ-ს გაუსწრებდა. თუმცა, როგორც ჩანს, ლიდერის პოზიციის დასაკავებლად, ცოტა მეტი აქვს სამუშაო.

3. ინდოეთი, 2039 წელი - მშპ: 12,821 ტრილიონი დოლარი

ინდოეთის გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივა სუპერ პოზიტიურია. მოსალოდნელია, რომ 2025-დან 2028 წლამდე წლიური ზრდა საშუალოდ 6.5%-მდე იქნება და 2028 წლისთვის ქვეყანა გაუსწრებს იაპონიას, როგორც მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკას და გადალახავს 5 ტრილიონი დოლარის ნიშნულს.

2036 წელს ინდოეთის მშპ სავარაუდოდ, 10 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

4. გერმანია, 2039 წელი - მშპ: 7.486 ტრილიონი დოლარი

2022 წლის ენერგეტიკული ფასების შოკის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით, ევროპის ქვეყანას ეკონომიკური სირთულეები ახლაც აწუხებს.

შრომის ბაზარზე კვლავ დაძაბულობაა, ენერგიის მაღალმა ხარჯებმა და სუსტმა მოთხოვნამ შეაფერხა ეკონომიკური საქმიანობა.

2029 წლამდე წლიური ზრდა მოსალოდნელია საშუალოდ 0,8%-ით, 2030 წლიდან 2039 წლამდე კი 1%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.

გასულ წელს გერმანიამ დაკარგა თავისი პოზიცია, როგორც მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკამ. Cebr-ის თანახმად, 2039 წლამდე დარჩება მე-4 პოზიციაზე.

5. იაპონია, 2039 წელი - მშპ: 6.326 ტრილიონი დოლარი

იაპონიის ეკონომიკას მძიმე 2024 წელი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აღდგენის ნიშნები, სახელმწიფო ვალისა და მოსახლეობის სწრაფად დაბერების ფონზე, ქვეყნის ზრდის პერსპექტივები მოკრძალებულად გამოიყურება.

მოსალოდნელია, რომ 2030-2039 წლებში საშუალო წლიური ზრდა იქნება 0,9%, 2030-დან 2039 წლამდე კი 0,6%.

6. დიდი ბრიტანეთი, 2039 წელი - მშპ: 6.251 ტრილიონი დოლარი

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა არ არის საუკეთესო ფორმაში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის სახელმწიფო ვალი გაიზარდა, ხოლო კერძო სექტორის ინვესტიციები მცირდება.

საბედნიეროდ, Cebr პროგნოზირებს ქვეყნის ზრდის დაჩქარებას უახლოეს წლებში. მაჩვენებლები 2039 წლამდე 1.3%-დან 1.8%-მდე მერყეობს.

7. საფრანგეთი, 2039 წელი - მშპ: 4.992 ტრილიონი დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მთლიანობაში საკმაოდ ძლიერია, საფრანგეთის ეკონომიკა ამჟამად მაღალი სახელმწიფო ვალის, პოლიტიკური არასტაბილურობისა და სხვა უარყოფითი ფაქტორებს გამო, გაუმჯობესებას საჭიროებს.

სავარაუდოდ, ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა 2025-დან 2029 წლამდე, საშუალოდ მხოლოდ 1.1% იქნება.

2039 წლამდე კი, საფრანგეთის ეკონომიკა ყოველწლიურად 1.2%-ით გაიზრდება.

8. ბრაზილია, 2039 წელი - მშპ: 4.064 ტრილიონი დოლარი

2025 წლიდან 2029 წლამდე მოსალოდნელია, რომ ბრაზილიის ეკონომიკა ყოველწლიურად დაახლოებით 2.1%-ით გაიზრდება. გამორიცხული არ არის, რომ 2039 წელს ბრაზილია რეიტინგში მე-11 პოზიციიდან მე-8 ადგილზე ავიდეს.

9. კანადა, 2039 წელი - მშპ: 3.740 ტრილიონი დოლარი

კანადას აქვს მთელი რიგი მოკლე და საშუალოვადიანი გამოწვევები, მათ შორის, მზარდი უმუშევრობა, მაღალი სახელმწიფო ვალი და ტრამპის ადმინისტრაციის საფრთხის შემცველი ტარიფები.

Cebr-ი 2025 და 2029 წლებში საშუალო წლიურ ზრდას 1.8%-ით პროგნოზირებს. 2030-იან წლებში კი ეს მაჩვენებელი 1.6%-მდე შემცირდება.

10. ინდონეზია, 2039 წელი - მშპ: 3.714 ტრილიონი დოლარი

მოსალოდნელია რომ ინდონეზიის დინამიური ეკონომიკა მომდევნო 14 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ ქვეყანა 2039 წლისთვის რეიტინგში მე-16 პოზიციიდან ათეულში მოხვდება.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი