ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ მსოფლიო ენერგო მაგნატები - მილიარდერების top-10-ეული

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის, გაზის თუ სხვა ენერგორესურსების ფასები მუდმივად იცვლება. მაგალითად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში Brent-ის ტიპის საწვავი ბარელზე 79 დოლარიდან 82 დოლარამდე გაიზარდა, WTI-ის ტიპის კი 74.75 დოლარიდან 787 დოლარამდე.

ნავთობის ფასების ცვლილება ცხადია, აისახება იმ ადამიანების ქონებაზე, რომლებიც უშუალოდ ნავთობის და ზოგადად ენერგორესურსების ბიზნესში არიან. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, დღეს მსოფლიოში 10 ყველაზე მდიდარი ენერგო მაგნატი ჯამში 312.2 მლრდ დოლარს ფლობს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რა ქონებას ფლობენ ენერგო სექტორში მოღვაწე 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი: (რეიტინგი შედგენილია Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით.)

  • მუკეშ ანბანი (ინდოეთი) - 94.6 მლრდ დოლარი - Reliance Industries-ის დამფუძნებელი
  • პრაიოგო პანგეცუ (ინდონეზია) - 31.7 მლრდ დოლარი - კომპანიების Barito Pacific, PT Chandra Asri Petrochemical Tbk დამფუძნებელი
  • იდან ოფერი (ისრაელი) - 28.7 მლრდ დოლარი - კომპანიების Kenon Holdings, Pacific Drilling Company LLC, Tanker Pacific მფლობელი
  • ვაგიტ ალეკპეროვი (რუსეთი) - 28.1 მლრდ დოლარი - Lukoil-ის პრეზიდენტი
  • ლაუ ტაგ ნონგი (ინდონეზია) - 28 მლრდ დოლარი - Bayan Resources-ის დამფუძნებელი
  • ლინდალ სტეფენს გრესი (აშშ) - 26.5 მლრდ დოლარი - Endeavor Energy Resources-ის თავმჯდომარე
  • ლეონიდ მიხელსონი (რუსეთი) - 25 მლრდ დოლარი - Novatek-ის თანამფლობელი
  • ჯეფრი ჰილდებრენდი (აშშ) - 19 მლრდ დოლარი - Hilcorp Energy-ის დამფუძნებელი
  • ჯორჯ კაიზერი (აშშ) - 15.8 მლრდ დოლარი - Kaiser-Francis Oil Company-ის დამფუძნებელი
  • სარათ რეტანავადი (ტაილანდი) - 14.8 მლრდ დოლარი - Gulf Energy Development-ის ხელმძღვანელი