მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, რომლებიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან

20 იანვარს აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ფიცის დადების და ფორმალური ღონისძიებების დასრულების შემდეგ, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპის თეთრ სახლს დაუბრუნდება.

ინაუგურაცია, განსხვავებით წინა შემთხვევებისა, დახურულ სივრცეში გაიმართება

ინაუგურაციის დღეს დაგეგმილია მუსიკალური ღონისძიებები, აღლუმი და ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილი. ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ფიცს კაპიტოლიუმის როტონდაში დადებენ. ცნობილია ისიც, რომ ტრამპი ფიცს ორ ბიბლიაზე დადებს: ერთზე, რომელიც დედამ 1955 წელს აჩუქა, ხოლო მეორეზე, რომელზეც აბრაჰამ ლინკოლნმა 1861 წელს დადო ფიცი.

ცნობისთვის, ინაუგურაციის პროცესი ტრადიციულად აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა უამინდობის გამო (-11C) ღონისძიების შიდა სივრცეში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. BBC-ის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინაუგურაცია უამინდობის გამო შიდა სივრცეში გადაიტანეს. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 1985 წელს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დღესაც.

ღონისძიებას 200 ათასამდე მეტი პირი დაესწრება, მათ შორის იქნებიან 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ასევე, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები და მათი მეუღლეები, ადგილობრივი ხელისუფლების, სენატისა და პალატის წევრები, უმსხვილესი ბიზნესების მფლობელები და ტრამპის მხარდამჭერები. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის, რომელიც ვაშინგტონში 17 იანვარს ჩაფრინდა.

„მილიარდერები ტრამპის ინაუგურაციაზე“

მედიის ინფორმაციით, ფიცის დადების ცერემონიას დაესწრებიან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები. კერძოდ, ღონისძიებაზე იქნება Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, რომელიც დონალდ ტრამპმა „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად უკვე დაასახელა.

გარდა მასკისა, ინაუგურაციაზე იქნებიან „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და Meta-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი. გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრება TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი შუ ზი ჩუუც.

ცნობისთვის, მასკი, ბეზოსი და ცუკენბერგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეში არიან. „ბლუმბერგის“ თანახმად, ილონ მასკის ქონება 449 მილიარდ დოლარს, ბეზოსის ქონება 245 მილიარდს დოლარს, ხოლო ცუკენბერგის - 217 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მერი ტაბატაძე