რამდენი გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

ცნობისთვის, დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა. ქართველი მებრძოლის ანგარიშზეა 19 გამარჯვება და 4 მარცხია, მერაბ დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მე-12 მოგება იყო. ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.

The sportster-ი წერს, რომ მერაბ დვალიშვილმა ნურმაგომედოვის დამარცხებით გარანტირებულად გამოიმუშავა 500 ათასი დოლარი და მოგების ბონუსი 100 ათასი დოლარის ოდენობით. როგორც გამოცემა წერს, PPV-დან (pay-per-view, სამაუწყებლო გაყიდვებიდანაც მიღებული პროცენტული წილი) შემოსავლები 1.4 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება ნურმაგომედოვს, მან დღევანდელი ბრძოლით გარანტირებულად გამოიმუშავა 400 ათასი დოლარი და მოგების ბონუსი 100 ათასი დოლარი.

მერი ტაბატაძე