თბილისში 2024 წელს 156 კონტროლიორი იყო დასაქმებული, წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია. კერძოდ, 2023 წელს დედაქალაქში კონტროლიორის პოზიციაზე 119 პირი მუშაობდა.
ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ „თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს კონტროლიორების ანაზღაურებაზე ჯამში 4 545 215 ლარი გაიცა. სააგენტოს ინფორმაციით, კატეგორიების მიხევდით კონტროლიორთა ანაზღაურება განსხვავებული იყო. კერძოდ, კონტროლიორების თვიური ხელფასი საანგარიშო პერიოდში 1 862-ლარიდან იწყებოდა და მაქსიმუმ 4 389 ლარს აღწევდა.