სამუშაო ადგილები, რომლებიც 2040 წლისთვის „გაქრება“ - რომელ პროფესიებზე გაიზრდება მოთხოვნა

რამდენადაც ხელოვნური ინტელექტი (AI) და სხვა ტექნოლოგიები გასაოცარი სისწრაფით ვითარდებიან, მხოლოდ დროის საკითხია სამუშაო ბაზრის სახეცვლილება.

მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული სამუშაო ადგილები, 2040 წლისთვის საერთოდ გაქრება, თუმცა გაიზრდება ისეთი პროფესიების საჭიროება როგორიცაა მებაღე და სხვა.

საინტერესოა, რა პროფესიებს აირჩევენ მომავალში აბიტურიენტები? შესაძლოა, პროგნოზი მომავლის განსაზღვრაში დაგეხმაროთ.

მოსალოდნელია, რომ მომავალში მოთხოვნადი იქნება შემდეგი პროფესიები:

მონაცემთა მეცნიერი

დღეს, მონაცემთა მეცნიერები აგროვებენ, აანალიზებენ და ინტერპრეტაციას უკეთებენ მონაცემებს. ასევე წერენ რთულ კოდებსა და ალგორითმებს.

2040 წლისთვის, ხელოვნური ინტელექტი სავარაუდოდ მონაცემთა ნაკრების საფუძველზე თავად შექმნის ალგორითმებს. თუმცა, კვლავ იქნება დიდი მოთხოვნა ადამიანთა მომზადების ექსპერტებზე, რათა ზედამხედველობა გაუწიონ ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებულ სამუშაოს.

მანქანათმცოდნე ინჟინერი

მანქანათმცოდნეობის ინჟინრები ხელოვნური ინტელექტის სისტემების კვლევისა და შექმნისას უფრო პრაქტიკულ დავალებებს ასრულებენ.

მიუხედავად იმისა, რომ AI, სავარაუდოდ, მომავალში შეასრულებს ამ სამუშაოს ზოგიერთ ასპექტს, მანქანათმცოდნეობის ინჟინრები აუცილებლად იქნებიან ბიზნესში.

ხელოვნური ინტელექტის სისტემებს კვლავ დასჭირდებათ კონტროლი კომპეტენტური პირების მიერ.

რობოტების ინჟინერი

რობოტები, რომლებიც ქმნიან რობოტებს, უკვე არსებობენ. მაგრამ ბევრი რთული პროექტი კვლავ მოითხოვს ორგანიზებას და ზედამხედველობას.

მაგალითად, აუცილებელია ადამიანის ჩართულობა ხორცისა და სისხლის რობოტიკის ინჟინერიაში და აღნიშნული მუდმივად ასე იქნება.

ამ მომგებიან სფეროში მოსახვედრად, სავარაუდოდ, დაგჭირდებათ დიპლომი AI-სა და რობოტიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში, რობოტიკაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.

ქარის ტურბინის ტექნიკოსი

რამდენადაც მსოფლიოს დიდი ნაწილი ცდილობს გახდეს ნახშირბად ნეიტრალური, სამუშაო ადგილები განახლებადი ენერგიის სექტორში სწრაფად იზრდება.

ქარის ტურბინების ტექნიკოსები იქნებიან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ რობოტებმა შეიძლება შეასრულონ ამ როლის ზოგიერთი ასპექტი, რომელიც მოიცავს ქარის ტურბინების ინსტალაციას, შემოწმებას და მომსახურებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2040 წლისთვის ისინი სრულყოფილები იქნებიან.

მებაღე

იმის გამო, რომ კლიმატის ცვლილება უკვე საგანგაშო ნიშნულზეა, დროსთან ერთად იზრდება მოთხოვნა მებაღეებზე. მცენარეთა ექსპერტებს მოუწევთ შექმნან და მართონ ხეების დარგვის მასიური პროექტები, რომლებიც საჭირო იქნება გლობალური დათბობის შედეგების შესამცირებლად.

სამუშაო ადგილები, რომლებიც სავარაუდოდ გაუჩინარდება:

ქარხნის არაკვალიფიციური მუშაკი

ქარხნის სამუშაოები მალე სრულად ავტომატიზებული გახდება. ფირმები უკვე ამუშავებენ 24/7 საწარმოო ობიექტებს, რომლებიც 100% ავტომატიზებულია. მაგალითად, იაპონური რობოტიკის კომპანია FANUC, უკვე იყენებს სამრეწველო რობოტებს სხვა რობოტების ასაწყობად და ჰოლანდიური კონგლომერატი „ფილიპსი“ - ქარხანაში, მხოლოდ ცხრა ადამიანია დასაქმებული.

საწყობის მუშაკი - ნივთის შემფუთავი

შესაძლოა, საწყობის შემფუთავებს ალტერნატიული კარიერების ძებნა მოუწიოთ. ტრანსპორტირებისთვის საქონლის მომზადება და შეფუთვა მოითხოვს შეზღუდულ უნარებს და ადვილად სრულდება რობოტების მიერ.

მაგალითად, თავის საწყობებში 100%-იანი ავტომატიზაციის მისაღწევად, Amazon-მა 2022 წელს წარმოადგინა Proteus - კომპანიის პირველი სრულად ავტომატიზებული ბოტი. საცალო ვაჭრობებს, როგორიცაა ჩინეთის JD.com და ბრიტანული Ocado, უკვე აქვთ რობოტებით დაკომპლექტებული ობიექტები.

მოლარე

ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა სუპერმარკეტები, სადაც გადახდა ავტომატურად ხდება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე არის მაღაზიები, სადაც ყველაფერი 100%-ით ავტომატიზებულია. იქ არ არიან დასაქმებულები მოლარე და კონსულტანტები.

პარკინგის ოპერატორი

მთელი რიგი ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მქონე ჭკვიანი პარკირების სისტემები, რობოტული კამერები და მობილური აპლიკაციები, საფრთხეს უქმნის პარკინგის ოპერატორ ადამიანებს. ისინი უბრალოდ აღარ არიან საჭიროები.

ტელეფონის ოპერატორი

ეს შეიძლება მოულოდნელი იყოს, მაგრამ მალე სატელეფონო ოპერატორები (ცხელი ხაზის გარდა), აღარ იარსებებენ.

ტელეფონის ავტომატიზაცია უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობს და ხელოვნური ინტელექტის მქონე ხმოვანი ასისტენტები საკუთარ სამუშაოს შესანიშნავად ასრულებენ. მოსალოდნელია, რომ 2040 წლისთვის არსებული სექტორი მთლიანად ავტომატიზირებული გახდება.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი