„ასე ცლიან მაზუთს ვერეს ხეობაში - საკითხზე საქმის წარმოება დაწყებულია, იდენტიფიცირებულია მძღოლი“

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც ჩანს, რომ თბილისში, ვერეს ხეობაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ხდება გაურკვეველი სითხის ჩაღვრა.

დეპარტამენტის ცნობითვე, იდენტიფიცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი.

„აღებულია მიწისა და წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, თავდაპირველად ვიდეო სოციალურ ქსელში გვერდმა „ჩემი ქალაქი მკლავს“ გაავრცელა. მათი ცნობით, ვიდეოში ჩანს, კონკრეტული პიროვნება როგორ ცლის მაზუთს ვერეს ხეობაში.