ყავა ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა - რა ფასად და სად ყიდულობს საქართველო პროდუქტს

მსოფლიოში ყავა არაბიკას ფასმა ყველა დროის მაღალ მაჩვენებლამდე მოიმატა, რაც ძლიერი მოთხოვნითა და ბრაზილიიდან დაბალი მიწოდებით არის გამოწვეული. Reuters-ის ინფორმაციით, არაბიკას ფასმა ფუნტზე 350 დოლარს მიაღწია.

დილერები აცხადებენ, რომ ბაზარი კვლავ ბრაზილიის მიწოდებაზე აქცენტირებს, რომელიც მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელია. ამასთან, ICE-ბირჟაზე არაბიკას სერტიფიცირებული მარაგი ისევ დაბალია.

რაც შეეხება რობუსტას, ამ ჯიშის ყავის ფასიც 1,3%-ით, ტონაზე 5,522 დოლარამდე გაიზარდა, რაც 10 დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები აისახა ქართულ ბაზარზეც. ბოლო თვეების განმავლობაში ერთი კილოგრამი ყავის მარცვალი 2-3 და ზოგ შემთხვევაში 5 ლარითაც გაძვირდა.

რაც შეეხება იმპორტის ზოგად სტატისტიკას, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 39.310 მლნ დოლარის ღირებულების 7 276 ტონა ყავა იყიდა, საშუალო ფასი კილოგრამზე 5.4 დოლარს შეადგენდა, (გადასახადების გარეშე). 2023 წელს კი კილოგრამის საშუალო ფასი 4.1 დოლარი იყო. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთ წელიწადში საქართველოს ყავის იმპორტი თითქმის 32%-ით გაუძვირდა. 2023 წელს საქართველოში 31.313 მლნ დოლარის ღირებულების 7 582 ტონა ყავა შემოვიდა.

საქართველოში ყავის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული კი ასე გამოიყურება: (2024 წელი)

  • ინდონეზია - 11.231 მლნ დოლარის 2 817 დოლარი (1 კგ-ს საშუალო ფასი 4 დოლარი)
  • რუსეთი - 6.609 მლნ დოლარის 1 027 ტონა (1 კგ-ს საშუალო ფასი 6.4 დოლარი)
  • იტალია - 4.653 მლნ დოლარის 371.6 ტონა (1 კგ-ს საშუალო ფასი 12 დოლარი)
  • ვიეტნამი - 4.351 მლნ დოლარის 1 325 ტონა (1 კგ-ს საშუალო ფასი 3.2 დოლარი)
  • გერმანია - 2.819 მლნ დოლარის 365.8 ტონა (1 კგ-ს საშუალო ფასი 7.7 დოლარი)

გარდა ამისა, საქართველომ გასულ წელს ყავა იყიდა სომხეთში, საფრანგეთში, თურქეთში, ბრაზილიაში, ავსტრიაში და ა.შ.