დადიან თუ არა პარკინგის თანამშრომლები ფორმის გარეშე ჯარიმების დასაწერად - მერიის განმარტება

ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში არაერთი მოქალაქე წერს, რომ თბილისის პარკინგი თანამშრომლები ქუჩაში ფორმის გარეშე დადიან და ისე წერენ ჯარიმებს, რომ მათი იდენტიფიცირება ვერც ხერხდება.

აღნიშნული საკითხის გასარკვევად, Palitravide.ge დედაქალაქის მერიას დაუკავშირდა. მათი განმარტებით, წესდება არ შეცვლილა და ფორმის ტარება კვლავ სავალდებულოა.

„ყველას გაფრთხილებთ“ - ინფორმაცია მძღოლებისთვის

„ფორმის ტარება კვლავ სავალდებულოა, თუმცა, პარკირების ინსპექტორებთან დაკავშირებით ხშირია როტაცია, რის გამოც ახლადმიღებულ თანამშრომლებს პრაქტიკის გავლის და სამსახურში მიღების პროცესშიც, მათთვის ინდივიდუალური უნიფორმების დამზადებამდე, უწევთ აღნიშნული საქმიანობის განხორციელება ფორმის გარეშე. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც ინსპექტორების იდენტიფიცირება შესაძლებელია სამსახურებრივი ბარათით (ბეიჯი), რომელიც დამაგრებული აქვთ თვალსაჩინო ადგილას.

თითოეულ თანამშრომელზე უნიფორმის გაცემა ხდება ინდივიდუალურად და მისი გადაცემა როტაციის შემთხვევაში ფიზიკურად ვერ განხორციელდება.

დღეის მდგომარეობით, ტენდერი გამოცხადებულია, პრეტენდენტს დავალებული აქვს წარმოადგინოს უნიფორმის ნიმუშები, რომელსაც სააგენტო განიხილავს და შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე მოხდება ყველა ინსპექტორის განახლებული ფორმით უზრუნველყოფა,“- აღნშნავენ თბილისის მერიაში.

წყარო:palitravideo.ge