თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამაში ცვლილებებია.
საუბარია, ერთჯერად, 10 000-ლარიან „ჯილდოზე“, რომელსაც ის ადამიანები მიიღებენ, ვისაც 100 წელი შეუსრულდება.
აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პირველად დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუმცა, ახლა უკვე შესაბამისი დადგენილებაც გამოქვეყნდა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ქვეპროგრამის მოსარგებლეები იქნებიან:
დადგენილების მიხედვით, 10 000 ლარს პირი მიიღებს ერთჯერადად, მოსარგებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ ქვეპროგრამის განმახორციელებლისადმი წარდგენილი განცხადების საფუძველზე.
ცნობისთვის, აქამდე 100 წლის (და მეტი) მოქალაქეებს თბილისის მერია ერთჯერადად 1000 ლარიან „ჯილდოს“ გადასცემდა. კახა კალაძის ინფორმაციით, გასულ წელს აღნიშნული თანხა გაიცა 57 პირზე, აქედან 23-ს 100 წელი, ხოლო 34-ს - 101 წელი შეუსრულდათ.