არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში ორ პროექტს განახორციელებს, რაშიც ჯამში 5.7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნულთან დაკავშირებით, შეთანხმება ხელი აბუ-დაბიში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტირ ფარგლებში უკვე მოეწერა.
როგორც არაბული ბიზნეს სიახლეების პლატფორმა Arabian Gulf Business Insight (AGBI) წერს, დაგეგმილი პროექტებიდან ერთი თბილისში, მეორე კი ბათუმში განხორციელდება. დედაქალაქში პროექტი „კრწანისის პარკი“ განხორციელდება. საუბარია საცხოვრებელ კორპუსსა და საოფისე ფართებზე, რომელიც 590 ჰექტარზე მოეწყობა.
რაც შეეხება ბათუმს, პროექტი „გონიოს მარანი“ 260 ჰექტარზე განხორციელდება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურა მოიცავს სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებსა და ბრენდულ საცხოვრებლებს. ასევე რენდერებიდან ჩანს, რომ პროექტის ფარგლებში სანაპიროზე იახტ-კლუბის მოწყობაც იგეგმება.
შეგახსენებთ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. როგორც ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, EMAAR ჯგუფის მიერ (შვილობილი Emaar Properties/Eagle Hills) საქართველოში განხორციელდება დაახლოებით, 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც განვითარდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტები თბილისში, ბათუმსა და გონიოში.