სამუშაო ადგილები, სადაც მალე ადამიანს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს

ხელოვნური ინტელექტისა (AI) და სხვა ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, მთელი რიგი ახალი პროფესიები გაჩნდა და მოსალოდნელია, რომ ამ მხრივ წლებთან ერთად კიდევ უამრავი სიახლე იქნება.

თითქოს ინოვაციები ხშირად უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნიან, თუმცა- რობოტების განვითარებასთან ერთად, ლიმიტირებული ხდება სამუშაო ადგილები.

მაგალითად, დღეს უკვე ნათელია, რომ რობოტებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ მიმტანები, კურიერები, დამლაგებლები, სეზონურად აგროსფეროში მომუშავე მუშები და ა.შ.

საინტერესოა, რა პროფესიები და სამუშაო ადგილები გაქრება AI-ის „დამსახურებით“ მალე?

არაპროფესიონალი გრაფიკული დიზაინერი

AI თითქმის უკვე არის გრაფიკული დიზაინის ოსტატი.

AI-ზე მომუშავე დიზაინის აპებს, მათ შორის Jasper Art, DALL.E, Designs.ai და Adobe Sensei-ს უკვე ისეთი მნიშვნელოვანი სამუშაოების წარმოება შეუძლია, როგორიცაა ფოტოების, ლოგოების და სხვა სასურველი შინაარსის გენერირება.

თუმცა, მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის რესურსისა, მნიშვნელოვანი იქნება სამუშაო ადგილზე პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერის ყოფნა. ამიტომ, ამ მხრივ სამუშაო ადგილები კი შეიზღუდება. თუმცა, თუ თქვენ ნამდვილი და ძლიერი პროფესიონალი ხართ, ყოველთვის საჭირო იქნებით.

დამწყები დონის თარჯიმანი

გენერაციული AI ინსტრუმენტები უკვე უზრუნველყოფენ დამწყები თარჯიმნის ფუნქციებს.

სავარაუდოდ, ძალიან მალე AI კიდევ უფრო პროფესიონალურად შეძლებს სხვადასხვა ენებზე ტექსტების თარგმნას. თუმცა, ეს არ ეხება სინქრონულ თარგმნას, ტექსტის გრამატიკულად და სტილისტურად გამართვას და სხვა ოფციებს.

დამწყები პროგრამისტი

როგორც აღვნიშნეთ, უახლოეს ათწლეულებში AI კოდირების ძირითად ამოცანებს შეასრულებს.

ChatGPT უკვე საკმაოდ კარგად ფლობს პროგრამირების სხვადასხვა ენას, მათ შორის C++, Java და Python-ს.

თუმცა, მომავალში ადამიანი პროგრამისტები საჭირო იქნება უფრო რთული კოდირების პროექტებისთვის.

სწრაფი კვების მზარეული

ბურგერების აწყობა, ბოსტნეულის დაჭრა და სწრაფი კვების მომზადებისთვის საჭირო სხვა პროცედურებს ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები უფრო და უფრო აქტიურად ასრულებენ.

ეს იმიტომ ხდება, რომ სწრაფად მომზადებას არ სჭირდება დიდი გამოცდილება და შემოქმედებითი მიდგომა.

თუმცა, ამასთან ბევრად დაფასებულები იქნებიან მაღალი დონის შეფ-მზარეულები და კონტრასტის ფონზე, მეტად საჭირო გახდებიან ისინი მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა საკვების მომზადებისთვის.

კორექტორი

კორექტორის სამუშაოს საფრთხე ემუქრება ისეთი ონლაინ პლატფორმებისგან, როგორიცაა Grammarly და გენერაციული ხელოვნური ინტელექტი. მათ შეუძლიათ დააჩქარონ ტექსტის დამუშავების პროცესი და მყისიერად ამოიცნონ ორთოგრაფიული ან გრამატიკული შეცდომები.

2040 წლისთვის არის დიდი შანსი, რომ აღნიშნულმა პროგრამებმა კორექტორები სრულად ჩაანაცვლონ. ისინი უბრალოდ, საჭირონი აღარ იქნებიან.

მრიცხველის წამკითხველი

უფრო და უფრო მეტი კომუნალური კომპანია აყენებს ჭკვიან მრიცხველებს, რომლებიც მონაცემებს მათ ავტომატურად აწვდის.

სწორედ ამიტომ, ძალიან მალე მრიცხველის წამკითხველი პირი საჭირო აღარ იქნება.

სავარაუდოა, რომ 2040 წლისთვის მრიცხველების უმეტესი ნაწილი (თუ არა ყველა) იქნება დისტანციურად მართვადი, ჭკვიანი მოწყობილობა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი