ქალაქები, სადაც ღვინო ყველაზე იაფი/ძვირი ღირს - რომელ ადგილზეა თბილისი და ბათუმი?

Numbeo-მ მსოფლიოს 319 ქალაქის მარკეტებში 1 ბოთლი ღვინის საშუალო ფასი დაითვალა. 2025 წლის რეიტინგის თანახმად, ქალაქების მიხედვით 1 ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი ჩინეთის ქალაქი გუანჯოუში ღირს, ხოლო ყველაზე იაფი - უნგრეთის ქალაქ დებრეცენში.

რეიტინგში საქართველოს ორი ქალაქი - თბილისი და ბათუმი მოხვდა. თბილისი 213-ე, ხოლო ბათუმი 287-ე ადგილზეა. მონაცემების თანახმად, თბილისში ღვინის საშუალო ფასი მარკეტებში 6.97 დოლარია, ხოლო ბათუმში 5.57 დოლარი.

5 ქალაქი, სადაც 1 ბოთლი ღვინის საშუალო ფასი ყველაზე მაღალია

  • გუანჯოუ, ჩინეთი 27.83 დოლარი;
  • სინგაპური 22.84 დოლარი;
  • ჯაკარტა, ინდონეზია 21.40 დოლარი;
  • რეიკიავიკი, ისლანდია 21.19 დოლარი;
  • ამანი, იორდანია 21.14 დოლარი.

ქალაქები, სადაც ღვინოს ყველაზე იაფად შეიძენთ

  • დებრეცენი, უნგრეთი 3.81 დოლარი;
  • ლვოვი, უკრაინა 4.07 დოლარი;
  • პორტო, პორტუგალია 4.15 დოლარი;
  • ბრაგა, პორტუგალია 4.15 დოლარი;
  • რომი, იტალია 4.15 დოლარი.

მერი ტაბატაძე