5 რამ, რაც ხელის მტვერსასრუტის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ

სწორად შერჩეული ხელის მტვერსასრუტი იდეალური სისუფთავის მიღწევასა და დროის დაზოგვაში დაგვეხმარება. მთავარია, მისი ფუნქციონალები ჩვენს საჭიროებებზე იყოს მორგებული.

ტექნიკის ბაზარზე სხვადასხვა მახასიათებლისა და ფასის ხელის მტვერსასრუტებია წარმოდგენილი, თუმცა როგორ შევარჩიოთ მათი იდეალური კომბინაცია? ტექნიკის მწარმოებელმა საერთაშორისო ბრენდმა „რობოროკმა“ (Roborock) მომხმარებლების ყველა ძირითადი საჭიროების გათვალისწინებით შექმნა მძლავრი ხელის მტვერსასრუტები, რომლებიც აადვილებს იატაკის დასუფთავების რუტინას.

„რობოროკის“ მოდელების მაგალითზე ხელის მტვერსასრუტის შერჩევისას მთავარი 5 მახასიათებელი უნდა გავითვალისწინოთ:

  1. მტვერსასრუტი უნდა იყოს უსადენო, რათა კომფორტულად შევძლოთ მისი გადაადგილება;
  2. გამძლე ელემენტი, რათა დიდი ფართის დასუფთავება გაგვიმარტივდეს;
  3. მაღალი სიმძლავრე, რათა ნარჩენები და მტვრის ნაწილაკები ეფექტურად ავიღოთ ზედაპირიდან;
  4. დამატებითი თავაკები, რათა ეფექტურად გავასუფთაოთ როგორც პრიალა, ისე ხაოიანი იატაკი, ხალიჩა თუ დივანი;
  5. ხმის დამხშობი სისტემა, რათა დისკომფორტი ავირიდოთ თავიდან.

„რობოროკის“ Flexi Elite და Flexi Pro მოდელები სრულად აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მთავარ კრიტერიუმებს და დამატებით შესაძლებლობებსაც გვთავაზობს.

Roborock Flexi Elite

„რობოროკის“ ეს უსადენო მოდელი გამოირჩევა მაღალი სიმძლავრით (260W), უწყვეტად მუშაობს 40 წუთის განმავლობაში, იდეალურად ალაგებს 100მ2 სივრცეს და აღჭურვილია როგორც მშრალი, ისე სველი წმენდის რეჟიმებით, რაც სწრაფად და კომფორტულად დასუფთავების შესაძლებლობას იძლევა.

mtversasruti1-1739343231.png

ფოტოზე Roborock Flexi Elite

მტვერსასრუტს აქვს ერთი მთლიანი ჯაგრისი, რომლის მარჯვენა მხარე კუთხეებთან გახსნილია, რათა იდეალურად აიღოს მტვერი კუთხეებსა და სხვა ადგილებში. ამასთან, მოწყობილობას შეუძლია იატაკზე ჰორიზონტალურად გაშლა ავეჯის ქვეშ ადვილად მისადგომად; ავტომატურად აფიქსირებს დაბინძურებას და შესაბამისად, არეგულირებს სიმძლავრეს. ასევე აღჭურვილია განათებითაც.

დამატებით კომფორტს ქმნის LED ეკრანი, რომელიც რეჟიმებისა და ელემენტის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. მტვერსასრუტი აღჭურვილია თვითწმენდის ფუნქციითაც.

Roborock Flexi Pro

Flexi Pro ასევე ხელის უსადენო მტვერსასრუტია სველი წმენდისა და რეცხვის ფუნქციით. აქვს მაღალი სიმძლავრე (260W). მუშაობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 50 წუთია, ერთ ჩართვაზე იდეალურად ასუფთავებს 100 კვ.მ ფართობს; LED განათების წყალობით ბნელ ადგილებში უკეთ დავინახავთ მტვრის ნაწილაკებს და იდეალურად შევძლებთ ზედაპირის დასუფთავებას.

mtversasruti2-1739343301.jpg

ფოტოზე Roborock Flexi Pro

მტვერსასრუტის ჯაგრისი ორივე მხარეს არის გახსნილი კუთხეებთან, რათა რთული წერტილები სრულყოფილად გაწმინდოს.

Flexi Pro მოდელი აღჭურვილია ეკრანითაც, რათა ვაკონტროლოთ ელემენტი და რეჟიმები. მტვერსასრუტი თავად არეგულირებს სიმძლავრეს, ზედაპირის სირთულის მიხედვით, აღჭურვილია ხმის დახშობის სისტემითაც და თვითწმენდის რეჟიმით.

„რობოროკის“ რობოტი და უსადენო მტვერსასრუტების შეძენა შესაძლებელია როგორც „შაომი საქართველოსა“ და „მისთორის“ მაღაზიებში, ისე ონლაინ:

(R)