„დაიწყო ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში“ - იანვარში 480 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ნახატები შემოვიდა ქვეყანაში

„დაიწყო ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში,“ – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

ლილუაშვილი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ 2025 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ბრიტანეთიდან 480 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ნახატები შემოვიდა ქვეყანაში.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, დიდი ბრიტანეთიდან შემოსულია: 252.7 მლნ აშშ დოლარის, ხოლო აშშ-დან 167.6 მლნ აშშ დოლარის და 60.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ნახატები.

როგორც „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, ეს ქონება ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

"ივანიშვილმა ნახატების საქართველოში გადმოტანა დაიწყო" - იანვარში 480 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ნახატები შემოვიდა ქვეყანაში

„ბიზნესპრესნიუსი” მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დაიწყო ივანიშვილის მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში - ეს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკაშია მოცემული: თითქმის 500 მლნ დოლარის ღირებულების ძვირადღირებული ნახატებია შემოსული. მათ შორის, აშშ-დან, რაც ნიშნავს, რომ ტრამპთან „დალაგებულ" ივანიშვილს სინამდვილეში ვერაფერიც ვერ დაულაგებია, იქიდანაც მოარბენინებს ნახატებს. აი, თუ არ ეშინია ივანიშვილს სანქციების! ამიტომ, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი წერს ბექა ლილუაშვილი.

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია - რომელი მხატვრის ნამუშევრები მოსწონს ქართველ მილიარდერს

ნინი ქეთელაური