საქართველოდან ლოკოკინის ექსპორტი იზრდება. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
კერძოდ, გასულ წელს საქართველოდან 1 708 020 აშშ დოლარის ღირებულების 268 ტონა ლოკოკინას ექსპორტი განხორციელდა. მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 151 ტონა, ღირებულებით ნაწილში კი 1 299 730 აშშ დოლარი იყო.
2024 წელს საქართველოში გაზრდილი ლოკოკინა 4 ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე. ეს ქვეყნებია:
- საფრანგეთი - 1 518 370 აშშ დოლარი (158 ტონა);
- თურქეთი - 109 530 აშშ დოლარი (88 ტონა);
- ნამიბია - 64 790 აშშ დოლარი (18 ტონა);
- იტალია - 15 330 აშშ დოლარი (4 ტონამდე).
რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს საქართველოში 89 710 აშშ დოლარის ღირებულების ლოკოკინა შემოვიდა, 2023 წელს კი 247 650 ღირებულების.