2024 წელს, თბილისში ქირის ფასები მეტწილად სტაბილური იყო, კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარის ფარგლებში. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ეს ტენდენცია დეკემბერშიც შენარჩუნდა და თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასმა კვადრატულზე 9.7 აშშ დოლარი შეადგინა.
რაც კლევის ავტორების შეფასებით, წლიური 9%-იანი შემცირება და 17.9%-იანი შემცირებაა 2023 წლის მარტში დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლიდან (11.8 აშშ დოლარი კვადრატულ მეტრზე).
რაც შეეხება ქირის ფასს თბილისის უბნების მიხედვით, კვლევის თანახმად, ჩანს რომ 2024 წელს დედაქალაქში ქირა ყველაზე ძვირი - ვაკეში, ხოლო ყველაზე იაფი დიდ დიღომსა და სამგორში იყო.
სად ღირდა ქირა ყველაზე ძვირი და იაფი თბილისში - ფასი მოცემულია 1 კვადრატულ მეტრზე:
- მთაწმინდა - საშუალო ქირა 1 კვ.მეტრზე: 12.4 აშშ დოლარი იყო;
- ვაკე - საშუალო ქირა 1 კვ.მეტრზე: 14.5 აშშ დოლარი იყო;
- ჩუღურეთი - საშუალო ქირა 1 კვ.მეტრზე: 10 აშშ დოლარი იყო;
- საბურთალო - საშუალო ქირა 1 კვ.მეტრზე: 11.4 აშშ დოლარი იყო;
- კრწანისი - საშუალო ქირა 1 კვ.მეტრზე: 10 აშშ დოლარი იყო;
- დიდუბე - საშუალო ქირა 1 კვ.მეტრზე: 9.4 აშშ დოლარი იყო;
- ისანი - საშუალო ქირა 1 კვ.მეტრზე: 10.1 აშშ დოლარი იყო;
- ნაძალადევი - საშუალო ქირა 1 კვ.მეტრზე: 8.9 აშშ დოლარი იყო;
- სამგორი - საშუალო ქირა 1 კვ.მეტრზე: 8 აშშ დოლარი იყო;
- დიდი დიღომი - საშუალო ქირა 1 კვ.მეტრზე: 8 აშშ დოლარი იყო;
- გლდანი - საშუალო ქირა 1 კვ.მეტრზე: 8.1 აშშ დოლარი იყო;
- ვაშლიჯვარი - საშუალო ქირა 1 კვ.მეტრზე: 8.3 აშშ დოლარი იყო.