ყვავილების იმპორტი გაძვირდა - სად ვყიდულობთ და რამდენად

ყვავილების იმპორტი 10.6%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში იმპორტირებულია 1 718 ტონა ყვავილები, რის ჯამურმა ღირებულებამაც 5.1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2024 წელს კი 11.4 მილიონი აშშ დოლარის 1 901 ტონა ყვავილების იმპორტი განხორციელდა.

გარდა იმპორტის მოცულობისა, გაიზარდა ფასებიც. მაგალითად, 2023 წელს 1 კგ. ყვავილის იმპორტი გადასახადების გარეშე 2.98 დოლარი ჯდებოდა, 2024 წელს კი ფასი 6 დოლარამდე გაძვირდა. მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანას ყვავილების საიმპორტო ფასი თითქმის გაუორმაგდა.

2024 წელს საქართველოში ყვავილების იმპორტი შემდეგი 5 ძირითადი ქვეყნიდან განხორციელდა:

  • სომხეთი - 659 ტონა (3.23 მლნ აშშ დოლარის);
  • ეკვადორი - 504 ტონა (4.05 მლნ აშშ დოლარის);
  • თურქეთი - 442 ტონა (973 ათასი აშშ დოლარის);
  • კენია - 128 ტონა (1.09 მლნ აშშ დოლარის);
  • ნიდერლანდები - 116 ტონა (1.57 მლნ აშშ დოლარის).

აღსანიშნავია ისიც, რომ 1 კგ. ყვავილის იმპორტი ყველაზე ძვირი გასულ წელს ნიდერლანდებიდან ჯდებოდა და საშუალო ფასი გადასახადების გარეშე 13.7 დოლარს შეადგენდა.

მერი ტაბატაძე