2024 წელს თბილისში 41 284 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 30 586 საცხოვრისი ახალ პროექტებში იყო, 10 698 კი ძველ პროექტებში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს წლიურად 8.5%-ით გაიზარდა ახალ პროექტებში ტრანზაქციები, ძველ პროექტებში კი 13%-ით შემცირდა.
„ქოლიერსის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მიხედვით, 2024 წელს, გასულ წელთან შედარებით, როგორც ძველი, ასევე ახალი პროექტების ფასი გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი ძველი ბინებისთვის 1 144 დოლარს გაუტოლდა, ახალი პროექტებისთვის კი 1 070 დოლარამდე გაიზარდა. ეს კი მაშინ, როცა 2023 წელს ძველ პროექტებში ბინების საშუალო ფასი 1 004 დოლარი, ხოლო ახალ პროექტებში 1 009 დოლარი იყო.
„გასულ წელს თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6.6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ძველ პროექტებში კი 13.4%-იანი წლიური ზრდა ფიქსირდება“, - აღნიშნულია კვლევაში.
ამასთანავე, 2024 წელს წლიურად 13%-ით გაძვირდა ბინები გარეუბნებში და1 397 დოლარს მიაღწია საშუალო შეწონილმა ფასმა, ფართო ცენტრებში ფასები 1 058 დოლარამდე გაძვირდა, ქალაქის ცენტრში კი საშუალო შეწონილი ფასების 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა (929 დოლარი).