გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება - რამდენად იყიდით საწვავს საქართველოში?

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 10:40 საათზე, 70.74 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.77%-იან კლებაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში შემცირებამ 0.37% შეადგინა და ბარელზე 74.74 დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება საქართველოს, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 20 იანვრიდან საწვავის ფასები 4-8 თეთრის ფარგლებში გაძვირდა, ბოლო ერთი კვირის მდგომარეობით კი ფასების უცვლელი დარჩა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებს:

Socar:

ნანო სუპერი - 3.55 ლარი

ნანო პრემიუმი - 3.20 ლარი

ნანო ევრო რეგულარი - 3.03 ლარი

ევრო 5 დიზელი - 3.03 ლარი

ნანო ევრო 5 დიზელი - 3.14 ლარი.

Gulf:

G-Force სუპერი - 3.63 ლარი;

G-Force პრემიუმი - 3.23 ლარი;

G-Force ევრო რეგულარი - 3.13 ლარი;

ევრო რეგულარი - 3.03 ლარი;

G-Force ევრო დიზელი - 3.19 ლარი.

Rompetrol:

სუპერი - 3.63 ლარი;

ევრო პრემიუმი - 3.24 ლარი;

ევრო რეგულარი - 3.04 ლარი;

Efix ევრო დიზელი - 3.25 ლარი;

ევრო დიზელი - 3.15 ლარი.

Wissol:

ეკო სუპერი - 3.62 ლარი;

ეკო პრემიუმი - 3.22 ლარი;

ევრო რეგულარი - 3.05 ლარი;

ევრო დიზელი - 3.12 ლარი;

ეკო დიზელი - 3.17 ლარი;

დიზელ ენერჯი - 3.04 ლარი.

Portal:

პრემიუმი - 2.89 ლარი;

ევრო რეგულარი - 2.79 ლარი;

ევრო დიზელი - 3.19 ლარი.

მერი ტაბატაძე