მსოფლიო ბირჟებზე ვერცხლიც ძვირდება - როგორია გრამის ფასი საქართველოში?

მსოფლიო ბირჟებზე პარასკევს, 14 თებერვალს ვერცხლის ფასმა ბოლო სამი თვის მაქსიმუმი დაამყარა და უნციაზე 33-დოლარიან ნიშნულს მიაღწია. ამჟამად, თბილისის დროით 16:00 საათზე ფასი 32.15 აშშ დოლარამდეა შემცირებული. მიუხედავად დღიური მცირედი კლებისა, ერთი თვის ჭრილში ფასები 4.4%-ით, ხოლო წლის ჭრილში 40%-ით არის გაზრდილი.

გლობალურ ბაზრებზე ვერცხლის ფასის ზრდა ძირითადად გამოწვეულია გაზრდილი მოთხოვნით. კერძოდ, ვერცხლი აქტიურად გამოიყენება მრეწველობაში, განსაკუთრებით კი მზის პანელების წარმოებაში, რაც ზრდის მასზე მოთხოვნას. მაგალითისთვის, Tradinge Eonomics-ის თანახმად, ამ კუთხით საყურადღებოა ჩინეთის, ინდოეთისა და ინდონეზიის მხრიდან ქარისა და მზის ენერგიების წარმოებაში გაზრდილი ინვესტიციები.

მსოფლიო ბირჟებზე ვერცხლის ფასის მატების პარალელურად, ფასი იზრდება საქართველოშიც. „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ოქროს კიდობნის“ დირექტორი ნანა სონგულია აღნიშნავს, რომ 1 გრამი ოქროს ფასი 10-12 ლარიდან იწყება.

„ოქროსთან ერთად, იზრდება ვერცხლის ფასიც. განსხვავება ის არის, რომ ვერცხლის ფასი ზოგადად არ არის მაღალი და ვისაც ვერცხლი უნდა, უპრობლემოდ ყიდულობს. ვერცხლის ფასი ამჟამად 10-12 ლარიდან არის“, - განაცხადა ნანა სონგულიამ.

მერი ტაბატაძე