ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი 1.2%-ით გაიზარდა. 2024 წელს ადგილობრივი ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 273 მლნ დოლარს გადააჭარბა, 2023 წელს კი 270 მლნ დოლარს აჭარბებდა.
აღსანიშნავია, რომ შარშან ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტში უდიდესი წილი მადნებსა და სანელებლებზე მოდიოდა. უფრო კონკრეტულად, 5 მთავარი საექსპორტო პროდუქცია 2024 წელს ასე გამოიყურებოდა:
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ კომპანიებით, რომლებმაც 2024 წელს ყველაზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გაიტანეს ჩინეთში. საქსტატის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ, ვის ეკუთვნის TOP 10 კომპანია:
რკ „ლავრ–ჯორჯია“ 2014 წელს არის რეგისტრირებული. კოოპერატივის დირექტორები სევლიდი გაბრავა და ჯონი ფარცვანია არიან. ამასთანავე, ფარცვანია გამგეობის თავმჯდომარის პოსტსაც იკავებს, გაბრავა კი გამგეობის წევრიც არის. კომპანია დაკავებულია დაფნით ვაჭრობით.
2015 წელს დაფუძნებული შპს „აგროგრუპის“ დირექტორი თეიმურაზ გოგოხიაა. ისვე ფლობს კომპანიის წილების 100%-ს. კომპანია დაფნისა და თხილის ექსპორტით არის დაკავებული.
შპს „გეოპრიპრავა“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს. აღნიშნული კომპანიაც დაკავებულია დაფნის ექსპორტით. „გეოპრიპრავას“ დირექტორი და წილების ნახევრის მესაკუთრე ისაკი წულეისკირია, წილების დარჩენილ 50%-ს კი ზაალ მოსია ფლობს.
შპს „გოლდ დაფნა“ სამეწარმეო რეესტრში 2018 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და წილების 50%-ის მფლობელი თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე იბრაჰიმ ოზჯანია. ამასთანავე, წილების დარჩენილ ნახევარს გიორგი ჩაჩიბაია განკარგავს.
შპს „ჯორჯია გლობალ სფაის“ 2021 წელს არის რეგისტრირებული. დირექტორები თურქეთის მოქალაქეები ებუბექირ ჰაქანი და უღურ ქოიუთურქი არიან. წილების 33%-ს გიორგი ჩაჩიბაია ფლობს, 17%-ს ჰაქანი, ხოლო დარჩენილ 50%-ს ქოიუთურქი. კომპანია ვაჭრობს სანელებლებით.
2021 წელს რეგისტრირებული შპს „ლაურუს ნობილის ჯორჯიას“ დირექტორები თურქეთის მოქალაქეები სამეტი ტუნჩი და ალი ენვერ ოზსოი არიან. ოზსოი წილების 90%-ს ფლობს, 10%-ის მესაკუთრე კი ტუნჩია. ეს კომპანიაც დაფნით ვაჭრობით არის დაკავებული.
შპს „ლეგომეტალის“ დირექტორი თემურ ბოლქვაძეა. ისვე ფლობს 2020 წელს დარეგისტრირებული კომპანიის 100%-იან წილებს. კომპანია ალუმინითა და ფერადი ლითონებით ვაჭრობს.
2016 წელს დარეგისტრირებული შპს „ჯითიეი ტრეიდის“ დირექტორი ლევან საკანდელიძეა. წილების 10%-ს ფლობს საკანდელიძე, კიდევ 10%-ს გიორგი ტალახაძე, დარჩენილ 80%-ს კი სს „დაკო“. კომპანია ალუმინითა და ლითონის ნაწარმით ვაჭრობს.
სს RMG Copper 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნის მოპოვება-დამუშავება განეკუთვნება. Reportal.ge-ზე არსებული მონაცემების მიხედვით, სააქციო საზოგადოების მშობელი კომპანია მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული Magenta Investments Limited-ია. ამავე დოკუმენტების თანახმად, კომპანიაზე საბოლოო კონტროლის მქონე მხარე დიმიტრი ტროიცკია.
შპს Caucasian Metals Terminal რეესტრში 2011 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი არის გოჩა კურდღელია. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კურდღელია კომპანიის აქციების 15%-ს ფლობს (მის წილებს ზვიადი ხურცილავა განკარგავს), ხოლო 85%-ის მფლობელი კვიპროსი დაარსებული კომპანია „სი.აი.აი. ქლეი ინდასტრის ინტერნეშენალ ლიმიტედია“.
შენიშვნა: ადგილობრივი ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.