5 წელში დონორებმა 29 გზის მშენებლობა/რეაბილიტაცია დააფინანსეს - ღირებულება 3.44 მლრდ ლარს აჭარბებს

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით 29 საგზაო პროექტი განხორციელდა. პროექტების უდიდესი ნაწილი საავტომობილო გზების რეაბილიტაციას ეხებოდა, ნაწილი კი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას უკავშირდებოდა.

აღნიშნული საგზაო პროექტები ქვეყანაში განხორციელდა შემდეგი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ: მსოფლიო ბანკი (WB), ევროპის ინვესტიციის ბანკი (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).

„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 29 პროექტის ღირებულება ჯამში 3.44 მილიარდ ლარს აჭარბებდა.

დონორების მიერ დაფინანსებული და დასრულებული პროექტები 2020-2024 წლებში ასე გამოყურება:

  1. E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი კმ0+000-5+800 მონაკვეთის მშენებლობა ლოტი 1 მშენებლობა - 133 530 700 ლარი (2020 წელი, WB);
  2. E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი კმ5+800-კმ7+700 მონაკვეთის მშენებლობა ლოტი 2A მშენებლობა – 50 653 800 ლარი (2020, WB);
  3. სამტრედია გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ11+500-კმ30+000 (ლოტი II) მონაკვეთის მშენებლობა - 253 979 700 ლარი (2020, EIB);
  4. თბილისი (პანტიანი) - მანგლისის საავტომობილო გზის კმ23-კმ32 რეაბილიტაცია - 6 995 800 ლარი (2020, WB);
  5. წალენჯიხა-ჯვარი-ჯვარზენის საავტომობილო გზის კმ8 - კმ12.5 რეაბილიტაცია - 2 975 100 ლარი (2020, WB);
  6. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მცირე მასშტაბის სამუშაოები იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში - 6 540 700 ლარი (2020, WB);
  7. გურჯაანი-ბაკურციხის ახალი შემოვლითი მონაკვეთის მშენებლობა – 38 000 000 ლარი (2021, WB);
  8. კახეთის რეგიონში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია - 140 549 000 ლარი (2021, WB);
  9. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოები იმერეთისა და აჭარის რეგიონებში - 4 998 800 ლარი (2021, WB);
  10. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოები იმერეთისა და აჭარის რეგიონებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში - 4 244 700 ლარი (2021, WB);
  11. ხიდისთავი-ატენი-ბოშურის ს/გზის კმ 12+400 - კმ22+500 მონაკვეთის რეაბილიტაცია/მშენებლობა - 6 155 800 ლარი (2021, WB);
  12. სამტრედია გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მონაკვეთის მშენებლობა - 113 207 200 ლარი (2022, EIB);
  13. ბაგრატაშენის ხიდის დიზაინი და მშენებლობა - 7 393 300 ევრო (მაშინდელი კურსით 26 მლნ ლარზე მეტი) (2022, EBRD);
  14. ჟინვალი-ბარისახო-შატილის კმ16-კმ 25.5 (ლოტი 1) მონაკვეთის რეაბილიტაცია - 6 339 600 ლარი (2022, WB);
  15. ჟინვალი-ბარისახო-შატილის კმ25.5-კმ32 (ლოტი 2) მონაკვეთის რეაბილიტაცია - 8 647 500 ლარი (2022, WB);
  16. E-60 მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა(F2) – 732 296 500 ლარი (2023, ADB);
  17. E-60 მაგისტრალის უბისას- შორაპანის მონაკვეთის მშენებლობა(F3) - 901 973 200 ლარი (2023, EIB);
  18. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის (50კმ) გზის, ძირულა - მოლითის მონაკვეთის კმ0+000 - კმ24+620 (ლოტი I) რეაბილიტაცია - 51 467 700 ლარი (2023, ADB);
  19. ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ15.9 - კმ21.4 და კმ22.5 - კმ24.5 (ლოტი 3) მონაკვეთის რეაბილიტაცია - 6 540 000 ლარი (2023, WB);
  20. თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის კმ 1-კმ 30 დარჩენილი მონაკვეთების რეაბილიტაცია - 12 141 900 ლარი (2023, WB);
  21. ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის მონაკვეთის კმ 0.0 - კმ 2.8 (ლოტი 3) რეაბილიტაცია - 2 763 500 ლარი (2023, WB);
  22. E60 ჩქაროსნული მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (F4) მშენებლობა - 582 777 300 ლარი (2024, ADB);
  23. ბაკურციხე–წნორის საავტომობილო გზის კმ 0+000 – კმ 16+585 მონაკვეთის მშენებლობა - 87 857 400 ლარი (2024, ADB);
  24. ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000-კმ13+325 მშენებლობა - 329 630 700 ლარი (2024, ADB/AIIB);
  25. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ35-კმ43.6 და კმ47.2 - კმ48 (ლოტი 1) მონაკვეთების რეაბილიტაცია - 8 128 900 ლარი (2024, WB);
  26. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის კმ17 - კმ19.5 (ლოტი 2) მონაკვეთის რეაბილიტაცია - 2 301 900 ლარი (2024, WB);
  27. ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის კმ3.5 - კმ13.8 (ლოტი 1) მონაკვეთის რეაბილიტაცია - 11 774 300 ლარი (2024, WB);
  28. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ54.0 - კმ67.7 (ლოტი 2) მონაკვეთის რეაბილიტაცია - 10 777 600 ლარი 2024, WB);
  29. კლიმატის ცვლილებისგან დაცვის პროექტის განხორციელება ქუთაისი-ალპანა-მამისონის კმ 106.5 - კმ 109; კმ 109,5; კმ114; კმ 119 - კმ 120; კმ 123,5 - კმ 125,5 მონაკვეთებზე - 4 235 200 ლარი (2024, WB).
მერი ტაბატაძე