თავდასხმები აეროპორტში გრძელი ჯაჭვის "რგოლებია", რომლებიც ზღვის ტალღებივით აზვირთდება და შედეგად მივიღებთ ჩამოშლილ სახელმწიფოს - ია თაბაგარი

"თავდასხმები თბილისის აეროპორტში ერთი გრძელი ჯაჭვის "რგოლებია", რომლებიც ზღვის ტალღებივით აზვირთდება და შედეგად მივიღებთ ჩამოშლილ სახელმწიფოს," - ასე ეხმაურება ტურიზმის ანალიტიკოსი ია თაბაგარი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გიორგი გახარიასა და სალომე ზურაბიშვილისთვის თბილისის აეროპორტში კვერცხების სროლის ფაქტს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"აეროპორტში მოქალაქეებზე ორგანიზებული თავდასხმა, გარდა იმისა, რომ მიუღებელი და დასაგმობია, ასევე უკიდურესად დამაზიანებელია ქვეყნის იმიჯისთვის, ტურიზმისთვის, ეკონომიკისთვის და ამის შემხედვარე მგზავრებისთვის.

პოლიციის უმოქმედობა დაინახა ყველამ. დღესვე გააშუქდა თავდასხმები უცხოური მედიის მიერ! რასაც ნიშნავს, ყველანი ვხვდებით ხომ? არ გეგონოთ მხოლოდ ბიზნესი მადარდებდეს.

გუშინდელი და დღევანდელი თავდასხმები თბილისის აეროპორტში ერთი გრძელი ჯაჭვის "რგოლებია", რომლებიც ზღვის ტალღებივით აზვირთდება და შედეგად მივიღებთ ჩამოშლილ სახელმწიფოს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თუ გააკეთა განცხადება, არ გამომაპაროთ," - წერს ია თაბაგარი.