თბილისში ბარსელონას ლეგენდები ჩამოვლენ - როდის გაიმართება ამხანაგური მატჩი

ბარსელონას ლეგენდები თბილისში ჩამოვლენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sports Orient-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოსა და ბარსელონას ლეგენდების ამხანაგური მატჩი 16 მაისს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

რაც შეეხება, ბილეთების გაყიდვის თარიღსა და ფეხბურთელების შემადგენლობას, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„საქართველოში ლეგენდების სერია გრძელდება და Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისს ლეგენდარული ბარსელონა ესტუმრება. კატალონიური გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ ბრუნდება. GEO 11-ისა და Barça Legends-ის ამხანაგურ შეხვედრას 16 მაისს დინამო არენა უმასპინძლებს," - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნინი ქეთელაური