კულინარიულმა გამოცემა TasteAtlas-მა, რომელიც მსოფლიო გასტრონომიის ერთგვარ პრესტიჟულ საზომად ითვლება, ახლახან კვერცხით მომზადებული საუკეთესო 100 კერძი წარადგინა.
რეიტინგში ქართულმა კერძმა - კვერცხით მომზადებულმა მწვანე ლობიომ 37-ე ადგილი დაიკავა.
“მწვანე ლობიო ქართული ტრადიციული კერძია, რომელიც როგორც წესი, მზადდება მწვანე ლობიოს, კვერცხის, ზეითუნის ზეთის, ხახვის, კარაქის, პომიდვრის, ქინძის, მარილისა და პილპილის გამოყენებით,“ - წერს გამოცდა და მკითხველს მომზადების წესსაც უზიარებს.
აღნიშნულ რეიტინგში პირველ ათეულს იკავებს: იაპონური აჯიცუკე ტამაგო, ფილიპინური ტალონგი, ბერძნული სტაკა მე აიგა, ბერძნული სტრაპაცადა, თურქული - ისპანაკლი იუმურტა, ესპანური ტორტილა დე ბეტანზოსი, ამერიკული ბენედიქტი, იაპონური ჩავანმუში, ტუნისური შაკშუკა და თურქული მენემენი ინაწილებენ.
გარდა ამისა, TasteAtlas-მა ცალკე სტატია მიუძღვნა ტოპ 3 ქართულ კერძს, რომლის ერთ-ერთი ინგრედიენტი კვერცხია.
აქაც პირველ ადგილს მწვანე ლობიო იკავებს. ტოპ ქართულ კერძად, მეორე ადგილზე უგემრიელესი აფხაზური აზელილა, ხოლო მესამე პოზიციაზე აჭარული ჩირბული დასახელდა.