საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი 12.8%-ით გაიზარდა. 2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოვიდა 1 626 ტონა ცოცხალი ღორი, რომლის ჯამურმა ღირებულებამაც 2.29 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მაშინ, როცა წინა წლის იმავე თვეში 1 441 ტონა ცოცხალი ღორის იმპორტი განხორციელდა (ჯამში 2.13 მლნ აშშ დოლარზე მეტის).
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საანგარიშო პერიოდში მცირედით იკლო საიმპორტო ფასმა. კერძოდ, 1 კგ-ის იმპორტი გადასახადების გარეშე წელს საშუალოდ 1.4 დოლარი ჯდებოდა, 2024 წლის იანვარში კი საშუალო ფასი 1.5 დოლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარში ცოცხალი ღორების იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან განხორციელდა.
რაც შეეხება ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ცოცხალი ღორების ექსპორტი არ განხორციელებულა.