ავტომობილების 75% ამერიკიდან შემოდის - რა ჯდება ერთი ავტომობილი?

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 25%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში იმპორტირებულია 8 880 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულებაც 151 მილიონ დოლარს აღწევს. წინა წელს იმავე თვეში კი 11 892 ავტომობილის იმპორტი 196.4 მილიონ აშშ დოლარად განხორციელდა.

საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 75% ამერიკიდან შემოდის. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარში ქვეყანამ აშშ-დან იყიდა 6675 მანქანა, რომლის ჯამური ღირებულებაც 84.59 მილიონ დოლარს აჭარბებდა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ავტომობილების უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები იყო:

  • აშშ - 84.59 მლნ აშშ დოლარის 6 675 ერთეული;
  • იაპონია - 21.4 მლნ აშშ დოლარის 729 ერთეული;
  • გერმანია - 19.3 მლნ აშშ დოლარის 352 ერთეული;
  • ჩინეთი - 2.67 მლნ აშშ დოლარის 343 ერთეული;
  • ჩეხეთი - 3.11 მლნ აშშ დოლარის 164 ერთეული.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმპორტის მოცულობისგან განსხვავებით, გაზრდილია საიმპორტო ფასი. ასე მაგალითად, 2024 წლის იანვარში 1 ავტომობილის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 16 514 დოლარს შეადგენდა, 2025 წლის პირველ თვეში კი ფასი 17 004 დოლარამდეა გაზრდილი, თუმცა, მარკისა და მოდელის გათვალისწინებით, ფასი შეიძლება მეტი, ან ნაკლებიც იყოს.

მერი ტაბატაძე