გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 10:40 საათზე, 70.40 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 2.87%-იან კლებაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში შემცირებამ 2.68% შეადგინა და ბარელზე 74.43 დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება საქართველოს, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 20 იანვრიდან საწვავის ფასები 4-8 თეთრის ფარგლებში გაძვირდა, ბოლო ერთი კვირის მდგომარეობით კი ფასები კვლავაც უცვლელი დარჩა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებს:
Socar:
- ნანო სუპერი - 3.55 ლარი
- ნანო პრემიუმი - 3.20 ლარი
- ნანო ევრო რეგულარი - 3.03 ლარი
- ევრო 5 დიზელი - 3.03 ლარი
- ნანო ევრო 5 დიზელი - 3.14 ლარი.
Gulf:
- G-Force სუპერი - 3.63 ლარი;
- G-Force პრემიუმი - 3.23 ლარი;
- G-Force ევრო რეგულარი - 3.13 ლარი;
- ევრო რეგულარი - 3.03 ლარი;
- G-Force ევრო დიზელი - 3.19 ლარი.
Rompetrol:
- სუპერი - 3.63 ლარი;
- ევრო პრემიუმი - 3.24 ლარი;
- ევრო რეგულარი - 3.04 ლარი;
- Efix ევრო დიზელი - 3.25 ლარი;
- ევრო დიზელი - 3.15 ლარი.
Wissol:
- ეკო სუპერი - 3.62 ლარი;
- ეკო პრემიუმი - 3.22 ლარი;
- ევრო რეგულარი - 3.05 ლარი;
- ევრო დიზელი - 3.12 ლარი;
- ეკო დიზელი - 3.17 ლარი;
- დიზელ ენერჯი - 3.04 ლარი.
Portal:
- პრემიუმი - 2.89 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.79 ლარი;
- ევრო დიზელი - 3.19 ლარი.