10 უძველესი ხე მსოფლიოში - ადგილები, სადაც ეს მცენარეები იზრდება

დედამიწაზე შეხვდებით ისეთ ხეებს, რომლებსაც სიცოცხლის შენარჩუნება ასეული და ათასეული წლების განმავლობაში შეუძლიათ. ესენია ძირითადად, კლონირებული მცენარეების კოლონიები.

კლონური კოლონია ან გენი, არის გენეტიკურად იდენტური ინდივიდების ჯგუფი, (მცენარეები, სოკოები ან ბაქტერიები), რომლებიც კონკრეტულ ადგილას ერთად იზრდებიან, მაგალითად: ტყე. თუ გარემო ფაქტორები არ არის ჩარეული, ისინი ძირითადად ასეული წლების განმავლობაში ცხოვრობენ.

თუმცა, დედამიწაზე ცხოვრობენ ისეთი უნიკალური ხეებიც, რომლებმაც “მტრულ“ ჰაბიტატში, სრულიად მარტოებმა არა თუ თავის გადარჩენა, არამედ ათასი წლობით ცხოვრება შეძლეს.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 უძველეს, მარტოხელა ხეს:

mtavari-1740258621.jpg

მეთუშალა

მეთუშალა არის უძველესი არაკლონირებადი ორგანიზმი დედამიწაზე.

1957 წელს, როდესაც ის გამოიკვლიეს, 4789 წლის იყო. მეცნიერების თქმით, მისი დათესვის სავარაუდო თარიღია 2833 წ. ძველი წელთაღიცხვით.

ეს მეთუშალას, მსოფლიოს უძველეს ხედ აქცევს.

თუმცა, კალიფორნიის თეთრ მთებში, ინიოს ეროვნულ ტყეში, აღმოაჩინეს კიდევ ერთი ჯიშის ფიჭვი, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო ძველია. უსახელო ფიჭვის ზუსტი ადგილმდებარეობა საიდუმლოა.1-1740258603.jpg

სერვ-ე აბარქუ

სერვ-ე აბარქუ, რომელსაც ასევე "ზოროასტრიულ სარვს" უწოდებენ, არის კვიპაროსი ირანის პროვინციაში.

ხე სავარაუდოდ 4000 წლისაა და ირანის ეროვნულ ძეგლად ითვლება. სავარაუდოდ, აღნიშნული ხე ყველაზე ძველია აზიაში.

2-1740258589.jpg

ლანგერნის იე

ეს წარმოუდგენელი ხე იზრდება ჩრდილოეთ უელსში, წმინდა დეგაინის ეკლესიის პატარა ეზოში.

ის დაახლოებით 4000 წლისაა, დარგეს პრეისტორიული ბრინჯაოს ხანაში - და ჯერ კიდევ იზრდება!

2002 წელს, დედოფალ ელიზაბეტ II-ის ოქროს იუბილეს აღსანიშნავად, ხის საბჭომ უნიკალური მცენარე 50 დიდ ბრიტანულ ხედ შორის დაასახელა.

ლანგერნის იე უელსის მითოლოგიაში ასოცირდება სულთან, სახელად ანგელისტორთან.

3-1740258574.jpg

ალერსე

Fitzroya cupressoides, იგივე ალერსე, არის ხის სახეობა, რომელიც ანდებში იზრდება. თითქმის შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი წლის შეიძლება იყოს ეს ხეები, რადგან დიდი ნიმუშების უმეტესობა საუკუნეების განმავლობაში მოჭრეს.

ბევრი ბოტანიკოსი თვლის, რომ დედამიწაზე ჩრდილოეთ ამერიკის ფიჭვის შემდეგ, ისინი დედამიწაზე მეორე ყველაზე ძველი ხეები არიან.

დღეს, ცნობილი უძველესი ცოცხალი ნიმუში მინიმუმ 3000 წლისაა და შესაძლოა, უფრო მეტისაც იყოს.

4-1740258561.jpg

პატრიარკა და ფლორესტა

ხეს ბრაზილიაში ითვლება წმინდად, მაგრამ სახეობას საფრთხე ემუქრება. ისინი ბრაზილიაში, კოლუმბიასა და ვენესუელაში ხარობენ, თუმცა უმეტესი ნაწილი გაჩეხილია.

მეცნიერების გამოთვლით, უძველესი პატრიარკა და ფლორესტა, 2000 წელზე მეტი ასაკისაა.

5-1740258545.jpg

სენატორი

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხე 2012 წელს მომხდარი ხანძრის გამო ნაწილობრივ დაიწვა, აღნიშვნას მაინც იმსახურებს.

საკულტო ადრე ფლორიდაში მდებარეობდა. სენატორი იყო ყველაზე დიდი კვიპაროსი შეერთებულ შტატებში და ითვლებოდა უძველეს ცნობილ სახეობად.

ის სავარაუდოდ, 3500 წლისაა.

ხეს სახელი ეწოდა სენატორი M. Overstreet-ის პატივსაცემად.

6-1740258529.jpg

ზეთისხილის ხე ვუვეზა

ეს უძველესი ზეთისხილის ხე მდებარეობს საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე და ერთ-ერთია ხმელთაშუა ზღვის შვიდი ზეთისხილის ხეებიდან. მისი სავარაუდო ასაკი 3000 წელზე მეტია.

ის ჯერ კიდევ იხამს ზეთისხილს.

7-1740258519.jpg

ჯომონ სუგი

ჯომონ სუგი (Jōmon Sugi), რომელიც მდებარეობს იაპონიაში, არის ყველაზე ძველი და უდიდესი ხე კუნძულზე და არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კუნძული დასახელდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ხე სულ მცირე 2000 წლისაა, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ის შესაძლოა, 3000 წელზე მეტი იყოს.

8-1740258505.jpg

ასი ცხენის წაბლის ხე

ეს ხე, რომელიც იზრდება სიცილიაში, ეტნას მთაზე, არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და უძველესი წაბლის ხე. ითვლება, რომ მისი ასაკი 2000-დან 4000 წლამდეა.

ხე მდებარეობს ეტნას კრატერიდან სულ რაღაც ხუთი მილის დაშორებით.

ხის სახელი მომდინარეობს ლეგენდიდან, რომლის თანახმადაც, ძლიერ ჭექა-ქუხილში მოხვედრილმა, 100 რაინდისგან შემდგარმა რაზმმა, ხეს შეაფარა თავი.

9-1740258485.jpg

გენერალი შერმანი

გენერალი შერმანი ითვლება ყველაზე ძლიერ გადარჩენილ გიგანტურ სექვოიაად. მისი ასაკი დაახლოებით 2500 წელია. ხის ღეროს მოცულობა მას ყველაზე დიდ არაკლონურ ხედ აქცევს მსოფლიოში.

წყარო: treehugger.com

თეონა რამაზაშვილი