პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება - როგორი იქნება ჰაბი (+ფოტო)

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ადგილზე გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. უკვე დასრულებულია დასავლეთის შესასვლელის მხრიდან საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარის და გარე განათების მოწყობა. აღმოსავლეთით მიმდინარეობს მდ. ოღასკურაზე ლითონის მოაჯირის მონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავების და მწვანე ღობის მონტაჟი. ასევე დაგეგმილია სკვერის, მწვანე საფარის და გარე განათების მოწყობა.

479995345-640557825336349-7215991478472118015-n-1740380385.png

ამასთანავე, აქტიურ ფაზაშია გათბობა-გაგრილების სისტემებისა და საინჟინრო კომუნიკაციების მასშტაბური რეაბილიტაცია, ახალი აგრეგატების შეძენა, იატაკის გაგრილების სისტემის მოწყობა და სიმძლავრეების დამატება.

477453472-997639232279122-4479806464002707397-n-1740380421.jpg

სააგენტოს ინფორმაციით, ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე დაწყებულია ჭაბურღილის ამოწმენდა, შემდგომ წყლის გეოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაიწყება მისი ეტაპობრივი შევსება. აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2025 წლის ივლისშია დაგეგმილი.

476230347-622613694064474-8599453267910652934-n-1740380442.jpg

„უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის ახალი სივრცეების დაგეგმვა და საინჟინრო კომუნიკაციების გადაწყობის პროექტის მომზადება. მიმდინარეობს განახლებულ ინტერიერის დიზაინზე მუშაობა გამოცდილი დიზაინერებისა და არქიტექტორების ჯგუფის მხრიდან. პროექტირება დასრულდება მიმდინარე წლის გაზაფხულზე, რასაც მოჰყვება სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

476884051-1163139048702139-190669014612823763-n-1740380467.jpg

დაგეგმილია საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკონფერენციო დარბაზის, სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცის, სატრენინგო და სამუშაო შეხვედრების ოთახების მოწყობა, ასევე ხაზგასასმელია ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გახსნა - მუზეუმი, რომლისთვისაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ უკვე შეიძინა 50-მდე ექსპონატი, პირველ ვიზიტორს მიმდინარე წლის შემოდგომაზე უმასპინძლებს.

475981950-1699652263979272-9216240723051393001-n-1740380497.jpg

შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია გარე დეკორატიული აუზების, სახურავის და მინის გუმბათის რეაბილიტაცია და სახურავის მასშტაბური მედია განათება 3D პროექციის მეშვეობით“, - განუცხადეს BPN-ს სააგენტოში.

476000312-643315258202615-4124900053075688515-n-1740380517.jpg

შეგახსენებთ, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი წარმოადგენს მულტიფუნქციურ ინოვაციურ სივრცეს, რომელიც გააერთიანებს ინტერაქციულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, ტექნოპარკს, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას FabLab, 3D პრინტერების ლაბორატორიას, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, STEAM, IoT, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის ლაბორატორიასა და სხვა ექსპერიმენტულ სივრცეებს სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის; ამასთანავე, ადგილზე წარმოდგენილი იქნება TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, AI მძლავრი მონაცემთა და კომპეტენციების ცენტრი, საერთაშორისო IT კომპანიების ოფისები, აწარმოე საქართველოში საკონსულტაციო ცენტრი - Growth Hub და საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი.

476698446-604616975758853-7075037476068789549-n-1740380533.jpg

476416645-1137069594802937-4087575200348588698-n-1740380572.jpg

მერი ტაბატაძე