თურქეთის ართვინის პროვონცია ქემალფაშის რაიონში, ართვინი-სარფის სასაზღვრო ტერიტორიაზე, გვირაბის გასასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, რასაც თოვლიან ამინდს უკავშირებენ.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
კერძოდ, გვირაბთან ქვის დიდი ლოდები არის ჩამოშლილი და მოძრაობა შეზღუდულია. მიმდინარეობს გზის გამწმენდი სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბოლოს საქართველო-თურქეთის საავტომობილო გზაზე მეწყერი 9 დეკემბერს, ართვინის პროვინცია არჰავის რაიონში ჩამოწვა. შავი ზღვის სანაპირო ზოლთან მომხდარმა მეწყერმა გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, რის შედეგადაც რიზე-ართვინის ავტომაგისტრალზე ორმხრივი მოძრაობა შეწყდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ