დღეს, 25 თებერვალს, 16:00 საათზე დასაქმებულები და დამსაქმებლები კიდევ ერთხელ გაიფიცებიან.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეები, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკას, საკუთარი სამსახურის წინ გაიფიცებიან, შემდეგ კი სხვადასხვა ადგილიდან გმირთა მოედნამდე მარშით მივლენ.
როგორც დაგეგმილია, მსვლელობა შემდეგი ადგილებიდან მოეწყობა: ვაკის პარკიდან (მარო მაყაშვილის სახელობის მარში), ამაღლების ქუჩიდან (იუნკერების სახელობის მარში), ავლაბრის მეტროდან (გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში), მარჯანიშვილის მოედნიდან (ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში), სადგურის მოედნიდან (ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში) და სპორტის სასახლიდან (გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელობის მარში).
კომპანიების ნაწილმა სოციალურ ქსელში უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ გაფიცვას უერთდებიან.
შენიშვნა: სია განახლებადია