თბილისში დასუფთავების სამსახურში 4 400-ზე მეტი ადამიანი მუშაობს - როგორია ხელფასები

თბილისში დასუფთავების სამსახურში დასაქმებულ პირებზე გაცემული ანაზღაურება ხუთწლიან მაქსიმუმზეა. როგორც „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ შპს "თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის, გიორგი პაპავას მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებზე 63 571 836 ლარის ხელფასები გაიცა.

უფრო კონკრეტულად, ბოლო წლებში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების მოცულობა ასე გამოყურება:

  • 2020 წელი - 39 762 612 ლარი;
  • 2021 წელი - 46 089 308 ლარი;
  • 2022 წელი - 56 354 651 ლარი;
  • 2023 წელი - 62 937 875 ლარი;
  • 2024 ნოემბრის ჩათვლით - 63 571 836 ლარი.

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, 2024 წელს დასაქმებულთა საშუალო წლიური ანაზღაურება 14 331 ლარს. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებულთა რაოდენობა 4 400-ს აჭარბებს, თვიური საშუალო ხელფასი კი 1 303 ლარის ფარგლებშია.

მერი ტაბატაძე